ჯუმონგი

(გადამისამართდა გვერდიდან ჟუმონგი)

ჯუმონგი (კორ. 고주몽?, 高朱蒙?) ასევე ცნობილია, როგორც დონგმიონგი, დონგმიონგსეონგვანგიკოგურიოს სამეფოს დამაარსებელი.

ჯუმონგი
კორ. 고주몽?, 高朱蒙?
კოგურიოს 1-ლი მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 37
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 19
წინამორბედი: თანამდებობა დაარსდა
მემკვიდრე: იურიმიონ-ვანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 58
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 19
მეუღლე: სოიო, სოსონო
სრული სახელი: ჟუმონგ ვანი
დინასტია: პუიო
მამა: ჰე მო-სუ
დედა: იუჰვა

ძვ. წ. 37 წელს ჯუმონგმა და მისმა მეორე ცოლმა სოსონომ დააარსეს ახალი სახელმწიფო კოგურიო და გახდნენ მისი პირველი მეფე და დედოფალი. ძვ. წ. 34 წელს დაასრულეს პირველი დედაქალაქის ჩოლბონის მშენებლობა. 4 წლის შემდეგ, ძვ. წ. 28 წელს მისმა სამხედრო ძალებმა დაიპყრეს ოკჩო[1][2].

ძვ. წ. 19 წელს ჯუმონგმა თავის მემკვიდრედ გამოაცხადა საკუთარი ვაჟი პირველი ცოლისაგან იური. იურისა და მისი დედის კოგურიოში დაბრუნების შემდეგ ჟუმონგის მეორე ცოლი სოსონო და მისი ორი ვაჟი გაიქცნენ ნახევარკუნძულის სამხრეთში და დააარსეს ახალი სამეფო პექჩე.

ჯუმონგი გარდაიცვალა ძვ. წ. 19 წელს 40 წლის ასაკში. ტესოს და ჯუმონგის ქიშპი მრავალი წლის მანძილზე გაგრძელდა. ტესო ჯუმონგის შვილიშვილმა იმპერატორმა ტემუშინმა მოკლა. ტესოს სიკვდილის შემდეგ პუიოს იმპერია დაეცა.[3]

  1. History of Korea (Korean) http://www.koreandb.net/KoreanKing/html/person/p121_03672.htm
  2. 《三国史记》:“六年 秋八月 神雀集宫庭 冬十月 王命乌伊扶芬奴 伐太白山东南人国 取其地为城邑。十年 秋九月 鸾集于王台 冬十一月 王命扶尉 伐北沃沮灭之 以其地为城邑”
  3. 秋九月 王升遐 時年四十歲 葬龍山 號東明聖王, 《Samguksagi》 Goguryeo, volume 13.