ჟოსლენ III
ედესის გრაფი
ჟოსლენ III (ფრანგ. Josselin III de Courtenay) — ედესის ტიტულოვანი გრაფი 1159-1200 წლებში. იგი იყო ჟოსლენ II-ისა და ბეატრისის ვაჟი. მან მამამისისგან მიიღო ტიტული, იმის მიუხედავად, რომ ედესა და მისი შემადგენელი მიწები ტიტულის მიღებამდე დაიპყრეს მუსლიმებმა.
ჟოსლენ III | |
---|---|
Josselin III de Courtenay | |
ედესის ტიტულარული გრაფი | |
მმართ. დასაწყისი: | 1159 |
მმართ. დასასრული: | 1200 |
წინამორბედი: | ჟოსლენ II |
მემკვიდრე: | თანამდებობა გაუქმდა |
იერუსალიმის მარშალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1156 |
მმართ. დასასრული: | 1159 |
წინამორბედი: | ოდო დე სენტ-ამანი |
მემკვიდრე: | უილიამი |
იერუსალიმის სენეშალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1176 |
მმართ. დასასრული: | 1190 |
წინამორბედი: | რალფი |
მემკვიდრე: | ობერტოს ნეპოსი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1134 |
გარდ. თარიღი: | 1200 |
შვილები: | ბეატრის კურტენე |
მამა: | ჟოსლენ II |
დედა: | ბეატრის დე სონი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჟოსლენი ცხოვრობდა იერუსლიმში. მან მოახერხა და ხელში ჩაიგდო აკრა და მისი შემოგარენი (ჟოსლენის სენიორია). მისი და, აგნეს დე კურტენე დაქორწინდა ამალრიკ I-ზე. მათ შეეძინათ სიბილა და ბალდუინი. 1164 წელს იგი ტყვედ ჩავარდა ჰარიმის ბრძოლის შემდეგ.[1] იგი ტყვეობაში რჩებოდა 1176 წლამდე, სანამ აგნესმა 50 000 დინარი არ გადაიხადა მის გამოსასყიდად (სავარაუდოდ სამეფოს ხაზინიდან).[2] მისმა ძმისწულმა, ბალდუინმა იგი იერუსალიმის სენეშალად დანიშნა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Bernard Hamilton, The Leper King and his Heirs. Cambridge, 2000.
- R. L. Nicholson, Joscelyn III and the Fall of the Crusader States, 1134–1199. Leiden, 1973.
- Marie-Adelaïde Nielen (ed.), Lignages d'Outremer. Paris, 2003.
- Reinhold Röhricht (ed.), Regesta Regni Hierosolymitani MXCVII-MCCXCI and Additamentum. Berlin, 1893–1904.