ჰარიმის ბრძოლა — სამხედრო კონფლიქტი ჯვაროსნებსა და მუსლიმებს შორის, რომელთაც ნურ ალ-დინ ზანჯი მეთაურობდა. ქრისტიანების არმიაში შედიოდა ტრიპოლის საგრაფოს, ანტიოქიის სამთავროს, ბიზანტიის და კილიკიის სამხედრო ნაწილები. ბრძოლისას უამრავი მათი ლიდერი ტყვედ ჩავარდა.

წინარე ისტორია რედაქტირება

1163 წელს იერუსალიმის მეფე ამალარიკი ეგვიპტეში შეიჭრა, რის შემდეგაც ჯვაროსანთა ქვეყნები აღმოსავლეთის მხრიდან დაუცველნი დარჩნენ. ამით ისარგებლა ზანჯიმ, მაგრამ მოულოდნელად იგი დაამარცხა ქრისტიანთა გაერთიანებულმა არმიამ ალ-ბუქაიის ბრძოლაში.[1] ამ ბრძოლის დროს თვითონ ზანჯიც ძლივს გადარჩა ცოცხალი. შემდეგ იგი დაიძრა ჩრდილოეთით, მოიხმო მუსლიმი მმართველები, შეიჭრა ანტიოქიის სამთავროში და ალყა შემოარტყა ჰარიმის ციხეს (1164). ვილჰელმ ტვიროსელის ცნობით: „მან მოათავსა საალყო მანქანები ჩვეული ხერხით და დაიწყო იერიში სიბრაზით, არ აძლევდა მოსახლეობას დასვენების საშუალებას“.

ბრძოლა რედაქტირება

რეინალდ სენტ-ვალერელმა, ჰარიმის მმართველმა დასახმარებლად მოუხმო რაიმუნდ III-ს, ბოემონდ III-ს და ჟოსლენ III-ს, რათა დაემარცხებინათ მუსლიმები. მათ შეუერთდნენ კონსტანტინე კალამანი, კილიკიის ბიზანტიელი მმართველი, თოროს II და მლეჰი, ასევე ჰუგო VIII დე ლუზინიანი და ჯოფრი მარტელი (იგი იყო გიიომ IV ანგულემელის ძმა). ეს ორი უკანასკნელი ჩამოსული იყვნენ მოსალოცად.

ზანჯიმ ალყა მოხსნა და უკან დაიხია, მაგრამ ჯვაროსნები ალ-ბუქაიას გამარჯვების შემდეგ შთაგონებულნი იყვნენ და დისციპლინის გარეშე დაესხნენ თავს მოალყე მუსლიმებს. ზანჯის ჯარისკაცებმა კონტრშეტევა მოახდინეს და ჯვაროსნები ჭაობში აღმოჩნდნენ, სადაც ბევრი დაიღუპა. სავარაუდოდ რომ ზანჯიმ მხოლოდ იმიტომ იმოქმედა, რომ ჯვაროსნებს ხაფანგში მოექცია. ვილჰელმ ტვიროსელი თქმით ეს შეტევა იყო უგუნური ქმედება, „მხოლოდ თოროსმა არ მისცა ჯარისკაცებს დადევნების უფლება და გადაურჩა კატასტროფას“. ჟოსლენ III, რაიმუნდ III, ბოემონდ III, კონსტანტინე და ჰუგო VIII დააპატიმრეს და ალეპოში გადაიყვანეს. იბნ ალ-ასირის ცნობით 10 000 ჯვაროსანი დაიღუპა.

შედეგები რედაქტირება

ნურ ალ-დინ ზანჯიმ განაახლა ალყა და რამდენიმე დღის შემდეგ ჰარიმი დაიპყრო. ამალრიკ I ეგვიპტეში იმყოფებოდა, სამივე ჯვაროსნული სახელმწიფო მმართველის გარეშე დარჩა, ზანჯიმ გადაწყვიტა ანტიოქიისთვის არ შეეტია, რადგან იგი ბიზანტიის ფორმალური ვასალი იყო და მისი შეეშინდა. კრიტიკოსების თქმით მან თქვა: „მე მირჩევნია მეზობლად ბოემონდი მყავდეს, ვიდრე ბერძნების მეფე!“. მალე ზანჯიმ დაიპყრო ბანიასი. ამალრიკმა მიატოვა ეგვიპტე და გაემგზავრა ჩრდილოეთით ტიერ ელზასელთან ერთად, რათა თურქთა შეტევებისგან დაეცვათ ანტიოქია. ბოემონდი ტყვეობიდან განთავისუფლდა 1165 წელს, ხოლო რაიმუნდი ტყვეობაში დარჩა 1173 წლამდე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Maalouf, Amin. The Crusades Through Arab Eyes / Trans. by Jon Rothschild. — Al-Saqi, 1984.
  • Oldenbourg, Zoé. The Crusades. — New York: Pantheon Books, 1966.
  • Runciman, Steven. A History of the Crusades. Vol. II: The Kingdom of Jerusalem. — Cambridge University Press, 1952.
  • Smail R. C. Crusading Warfare, 1097—1193. — Cambridge University Press, 1956. — ISBN 1-56619-769-4.
  • William of Tyre. A History of Deeds Done Beyond the Sea / Trans. by E. A. Babcock and A. C. Krey. — Columbia University Press, 1943.

სქოლიო რედაქტირება

  1. Oldenbourg 1966.