სენეშალი
სენეგალი (ფრანგ. sénéchal < გვიანდ. ლათ. siniscalcus — უფროსი მსახური) — 1. V-VIII საუკუნეების ფრანკთა სახელმწიფოში მეფის სასახლის მთავარი მმართველი. VIII საუკუნიდან ასრულებდა სასამართლო და სამხედრო ფუნქციებს. სენეშალები ჰყავდათ დიდ სენიორებსაც. 2. XIII საუკუნის სამხრეთ და დასავლეთ საფრანგეთში მეფის მოხელეები, სასამართლო ადმ. ოლქის (სასენეშალოს) უფროსი, რომელსაც ფართო სასამართლო, ადმინისტრაციული, ფინანსური და სამხედრო უფლებები ჰქონდა. ნიშნავდნენ უმთავრესად ადგილობრივ, ფეოდალური დიდკაცობის წარმომადგენლებისაგან. XVI საუკუნიდან სენეშალს მხოლოდ სამხედრო ფუნქციები შერჩა. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს სენეშალის თანამდებობა გამუქმდა. ჩრდილოეთ საფრანგეთში მას შეესაბამებოდა ბაი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 286.