ჟოზეფინ ბეიკერი
ჟოზეფინა ბეიკერი – ფრედა ჟოზეფინ ბეიკერი, იგი დაიბადა 1906 წლის 3 ივნისს და გარდაიცვალა 1975 წლის 12 აპრილს, ის იყო ამერიკელი წარმოშობის ფრანგი მოცეკვავე, მომღერალი და მსახიობი. მისი კარიერა ძირითადად ევროპაში იყო ორიენტირებული, უმეტესად საფრანგეთში. ის იყო პირველი შავკანიანი ქალი, რომელმაც ითამაშა მთავარ კინოფილმში. ეს იყო 1927 წლის მუნჯი ფილმი „ტროპიკების სირენა“, რომლის რეჟისორები იყვნენ მარიო ნალპასი და ჰენრი ეტიევანტი.[1]
ჟოზეფინ ბეიკერი | |
---|---|
დაიბადა | 3 ივნისი, 1906 |
გარდაიცვალა | 12 აპრილი, 1975 (68 წლის) |
საქმიანობა | მომღერალი, მოცეკვავე, მსახიობი, სამოქალაქო უფლებების დამცველი |
პარტნიორ(ებ)ი | რობერტ ბრედი (1973–1975) |
ხელმოწერა | |
ადრეული კარიერის განმავლობაში, ბეიკერი იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემსრულებელი, ვინც პარიზში Folies Bergère-ის რევიუებს ხელმძღვანელობდა. მისმა შესრულებამ 1927 წლის რევიუში Un vent de folie ქალაქში სენსაცია გამოიწვია. მისი კოსტუმი, რომელიც შედგებოდა მხოლოდ ხელოვნური ბანანის მოკლე ქვედაკაბისგან და მძივებიანი ყელსაბამისგან, იქცა როგორც ჯაზის ეპოქის, ისე მღელვარე ოციანი წლების სიმბოლოდ.
ბეიკერი აღნიშნეს იმ ეპოქის მხატვრებმა და ინტელექტუალებმა, რომლებიც მას სხვადასხვანაირად უწოდებდნენ "შავ ვენერას", "შავ მარგალიტს", "ბრინჯაოს ვენერას" და "კრეოლ ქალღმერთს".[2] დაბადებული სენტ-ლუისში, მისურის შტატში, მან უარი თქვა აშშ-ს მოქალაქეობაზე და გახდა საფრანგეთის მოქალაქე ფრანგ მრეწველ ჟან ლიონთან ქორწინების შემდეგ 1937 წელს.[3] მან საკუთარი შვილები საფრანგეთში გაზარდა.
ბეიკერი ეხმარებოდა საფრანგეთს წინააღმდეგობის გაწევაში მეორე მსოფლიო ომის დროს.[4] ომის შემდეგ საფრანგეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი კომიტეტის მიერ დაჯილდოვდა წინააღმდეგობის მედლით, ფრანგი სამხედროების მიერ Croix de Guerre და გენერალმა შარლ დე გოლმა დაასახელა ის, როგორც საპატიო ლეგიონის კავალერი. ბეიკერი მღეროდა: „მე მაქვს ორი სიყვარული: ჩემი ქვეყანა და პარიზი“.[5]
ბეიკერი, რომელმაც უარი თქვა შეერთებულ შტატებში სეგრეგირებული აუდიტორიისთვის გამოსვლაზე, ცნობილია თავისი წვლილით სამოქალაქო უფლებების მოძრაობაში. 1968 წელს მას შესთავაზა არაოფიციალური ხელმძღვანელობა მოძრაობაში შეერთებულ შტატებში კორეტა სკოტ კინგმა, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის შემდეგ. დაფიქრების შემდეგ, ბეიკერმა უარყო შეთავაზება მისი შვილების კეთილდღეობის გამო.[6][7][8]
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაფრედა ჯოზეფინ მაკდონალდი დაიბადა სენტ-ლუისში, მისური.[9][10] მისი დედა, კერი, იშვილეს ლიტლ როკში, არკანზასში, 1886 წელს რიჩარდ და ელვირა მაკდონალდებმა, ორივე ყოფილმა აფრიკელმა და მკვიდრმა ამერიკელმა მონებმა.[11] ბეიკერის ქონება და ზოგიერთი სხვა წყარო ასახელებს ვოდევილ დრამერს ედი კარსონს, როგორც მის ბიოლოგიურ მამას, ხოლო სხვა წყაროები ამაზე კამათობენ.[12] ბეიკერის აღმზრდელმა შვილმა, ჟან-კლოდ ბეიკერმა დაწერა ბიოგრაფია, რომელიც გამოქვეყნდა 1993 წელს, სახელწოდებით: "ჟოზეფინა: მშიერი გული", სადაც ის ვრცლად განიხილავს ბეიკერის დაბადების გარემოებებს მისი კვლევის საფუძველზე და დაასკვნა, რომ ბეიკერის მამა თეთრი და ასევე ბეიკერი იყო.მან იცოდა, რომ კარსონი არ იყო მისი მამა. აკადემიკოსი ბენეტა ჟულ-როზეტი, ავტორი "ჟოზეფინ ბეიკერი ხელოვნებაში და ცხოვრებაში: ხატი და გამოსახულება", წერდა ბეიკერის ადრეული ცხოვრების სიმართლის დადგენის სირთულეზე, "მისი მრავალი ბიოგრაფის ფაქტობრივი და კონტრფაქტობრივი გადამუშავების გათვალისწინებით".
კარიერა
რედაქტირებაბეიკერის შეუპოვარმა მაჩვნობამ ადგილობრივი შოუს მენეჯერის მიმართ, გამოიწვია მისი დაქირავება სენტ-ლუის ქორუს ვოდევილში. 13 წლის ასაკში იგი გაემგზავრა ნიუ-იორკში, ჰარლემის რენესანსის დროს და ის შოუს აწყობდა პლანტაცია კლუბში, ფლორენს მილსის ძველ საფეხურზე. რამდენიმე მოსმენის შემდეგ, მან მიიღო როლი ბროდვეის ინოვაციური და ძალიან წარმატებული რევიუ "Shuffle Along" [30], რამაც ხელი შეუწყო საზოგადოების ყურადღების მიქცევას ფლორენს მილსზე, პოლ რობესონსა და ადელაიდა ჰოლზე. [13][14]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Atwood, Kathryn (2011). Women Heroes of World War II. Chicago Review Press, გვ. 77. ISBN 978-1-55652-961-0.
- ↑ Anderson, Victoria Clarice. Highlighting Black + LGBT Pioneers: Josephine Baker. ციტირების თარიღი: 2023-02-11
- ↑ Kelleher, Katy. She'll Always Have Paris (26 March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 13 October 2016
- ↑ https://www.qualitative-research.net/index.php/fqs/article/view/835
- ↑ https://www.aljazeera.com/features/2017/6/3/josephine-baker-the-life-of-an-artist-and-activist
- ↑ Baker, Jean-Claude (1993). Josephine: The Hungry Heart, First, Random House. ISBN 978-0-679-40915-1.
- ↑ Bouillon, Joe (1977). Josephine, First, Harper & Row. ISBN 978-0-06-010212-8.
- ↑ sur France Culture, radio), in french. ციტირების თარიღი: August 12, 2022
- ↑ Josephine Baker (Freda McDonald) Native of St. Louis, Missouri. Black Missouri (10 February 2008). ციტირების თარიღი: 6 March 2009
- ↑ About Art Deco – Josephine Baker. Victoria and Albert Museum (July 29, 2015). ციტირების თარიღი: March 6, 2009
- ↑ https://archive.org/details/josephinehungryh00bake
- ↑ About Josephine Baker: Biography. Official site of Josephine Baker (2008). ციტირების თარიღი: January 12, 2009
- ↑ Williams, Iain Cameron (2003). Underneath a Harlem Moon ... The Harlem to Paris Years of Adelaide Hall. Continuum Int. Publishing. ISBN 978-0-8264-5893-3.
- ↑ Stephen Bourne (24 January 2003). „The real first lady of jazz“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 October 2013. ციტირების თარიღი: 29 April 2013.