ჟიჟკოვი (გერმ. Zischkaberg, Žižkow, Zizkow, 1939-1945 წწ. Veitsberg, ძველი ხალხური სახელწოდებაა Žižkaperk)– უბანი და მუნიციპალიტეტი პრაღაში, მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან აღმოსავლეთით. ეკუთვნის პრაღა 8-ის რაიონს.

ჟიჟკოვის ერთ-ერთი ქუჩა
ჟიჟკოვის მდებარეობა პრაღაში

უბნის დახასიათება რედაქტირება

ჟიჟკოვი, რომელსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრაღის მონმარტრსაც ეძახდნენ მე-19 მე-20 საუკუნეების მიჯნაზე გასაქირავებელი ბინების უბანი იყო. ჟიჟკოვი ბოჰემური უბანია, სავსეა ღამის ცხოვრებით, კაფეებით და ხელოვანთა ბარებით. მდებარეობს შემაღლებულ ადგილზე და აქვს ვიწრო, აღმართიანი ქუჩები. ჟიჟკოვს ეკუთვნის ვიტკოვი და ჰრდლორჟეზის მიმართულებით გაშენებული ახალი (მე-20 ს.) კვარტლები.

მთავარი ნაგებობები რედაქტირება

ჟიჟკოვის მთავარი დომინანტია ჟიჟკოვის ტელეანძა (პრაღის მთავარი ტელეანძა). ჟიჟკოვზე ასევე მდებარეობს წმ. პროკოფის ტაძარი და ცხენზე ამხედრებული იან ჟიჟკას ძეგლი, რომელიც ვიტკოვის კონცხზეა და გადაყურებს ჟიჟკოვსა და კარლინს.