ჟან I (ბურბონის ჰერცოგი)

ჟან I დე ბურბონი (ფრანგ. Jean Ier de Bourbon; დ. 1381 — გ. 5 თებერვალი, 1434) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ბურბონის ჰერცოგ ლუი II-ისა და ანა ოვერნელის ვაჟი. ბურბონის ჰერცოგი 1410-34 წლებში.

ჟან I დე ბურბონი
ბურბონის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 10 აგვისტო, 1410
მმართ. დასასრული: 5 თებერვალი, 1434
წინამორბედი: ლუი II
მემკვიდრე: შარლ I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1381
გარდ. თარიღი: 5 თებერვალი, 1434
მეუღლე: მარი ბერელი
შვილები: შარლ I, ბურბონის ჰერცოგი
ლუი, ფორეს გრაფი
ლუი I, მონტესპიერის გრაფი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი II, ბურბონის ჰერცოგი
დედა: ანა ოვერნელი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია და შვილები

რედაქტირება

ჟანი დაიბადა 1381 წელს. იგი იყო ბურბონის ჰერცოგ ლუი II-ისა და ანა ოვერნელის უფროსი ვაჟი. 1400 წელს იგი დაქორწინდა უკვე ორჯერ დაქვრივებულ მარი ბერელზე, რომელიც იყო საფრანგეთის მეფე ჟან II-ის ვაჟის, ბერის ჰერცოგ ჟან დე ვალუას ნაბოლარა ქალიშვილი.

ჟანსა და მარის ქორწინებაში სულ სამი შვილი შეეძინათ:

  1. შარლ I (1401-1456), ბურბონის ჰერცოგი, ცოლად შეირთო აგნეს ბურგუნდიელი რომელთანაც შეეძინა თერთმეტი შვილი;
  2. ლუი (1403-1412), ფორეს გრაფი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  3. ლუი I (1405-1486), მონტესპიერის გრაფი, ცოლად შეირთო ჟანა დე ლა ტურ-ოვერნელი;

ჟანს ასევე ჰყავდა ერთი უკანონო ქალიშვილი:

  1. მარგარიტა, ცოლად გაჰყვა გასკონიის ლორდ როდრიგო დე ვილანდრანდოს;

1410 წელს ლუი II-ის გარდაცვალების შემდეგ, ბურბონის ჰერცოგი ჟან I ხდება. 1415 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფრანგებსა და ინგლისელებს შორის გამართულ აზენკურის ბრძოლაში, რა დროსაც იგი ინგლისელებმა ტყვედ ჩაიგდეს და ლონდონში გამოკეტეს. მთელი დარჩენილი ცხოვრება, მან ლონდონის ციხეში გაატარა. ფრანგები ცდილობდნენ მის გამოსყიდვას, თუმცა გამოსასყიდი მეტისმეტად დიდი იყო, რის გამოც იგი ტყვეობაში რჩებოდა. იგი გარდაიცვალა 1434 წლის 5 თებერვალს, ლონდონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bennett, Michael, Agincourt 1415: triumph against the odds, Osprey Publishing, 1991.