ჟან ბატისტ პიგალი (ფრანგ. Jean-Baptiste Pigalle; დ. 26 იანვარი, 1714, პარიზი — გ. 21 აგვისტო, 1785, იქვე) — ფრანგი მოქანდაკე. სწავლობდა (1722 წლიდან) რ. ლე ლორენთან და ჟ. ბ. ლემუანთან. იმოგზაურა იტალიაში (1736–1739). როკოკოდან კლასიციზმზე გარდამავალი სტილით შექმნა სტატუები, კომპოზიციები, რელიგიურ და მითოლოგიურ თემებზე („მერკური სკანდალს იკრავს“ (1744), მარმარილო (1744); „ბიჭი გალიით“, მარმარილო (1749) — ორივე ლუვრი, პარიზი). განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალულ, ზოგჯერ ნატურალისტური სიზუსტით შესრულებულ საფლავის ძეგლებში (მარშალ მორიც საქსონელის საფლავი, მარმარილო, 1753-76, სენ-ტომის ეკლესია, სტრასბური).

ჟან ბატისტ პიგალის ძეგლი პარიზის მერიასთან

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება