ჟან ბატისტ ჟურდანი
(გადამისამართდა გვერდიდან ჟან-ბატისტ ჟურდანი)
ჟან ბატისტ ჟურდანი (29 აპრილი 1762 — გ. 23 ნოემბერი 1833) — საფრანგეთის მარშალი პირველი იმპერიის პერიოდში, გრაფი (1816). მონაწილეობდა აშშ-ის დამოუკიდებლობისათვის ომში. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს, 1791 წლიდან, ვოლონტიერების ბატალიონს მეთაურობდა. 1793 წლიდან სარდლობდა მთელ რიგ არმიებს, დაამარცხა ინტერვენტები ფლერიუსთან ბრძოლაში. 1797 წლიდან – ხუთასთა საბჭოს წევრი. 18 ბრიუმერის გადატრიალების დროს ჯერ ნაპოლეონის წინააღმდეგ გამოვიდა, შემდეგ ისევ მას მიემხრო. 1804-05 წლებში სარდლობდა იტალიის არმიას, 1806-09 და 1812-13 წლებში ესპანეთის მეფის ჟოზეფ ბონაპარტის სამხედრო მრჩეველი და შტაბის უფროსი გახდა. 1814 წელს ბურბონების მხარეზე გადავიდა. 1819 წლიდან პერთა პალატის წევრი.
ჟან ბატისტ ჟურდანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 29 აპრილი, 1762[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] |
დაბადების ადგილი | ლიმოჟი |
გარდაცვალების თარიღი | 23 ნოემბერი, 1833[1] [2] [4] [5] [6] [8] [9] [10] |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი |
ჯარის სახეობა | სახმელეთო ჯარები |
წოდება | divisional general |
მეთაურობდა | Army of the Moselle |
ბრძოლები/ომები | ნაპოლეონის ომები |
ჯილდოები | საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი, Marshal of the Empire, წმინდა ლუდოვიკოს ორდენის კავალერი, სულისწმინდის ორდენის კავალერი, სენმიშელის ორდენის რაინდი, საფრანგეთის მარშალი, names inscribed under the Arc de Triomphe და საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი[3] |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 259.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ჟან ბატისტ ჟურდანი“ ვიკისაწყობში.
- ჟან ბატისტ ჟურდანი — Find a Grave-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2.0 2.1 Sycomore / Assemblée nationale
- ↑ 3.0 3.1 Léonore database — ministère de la Culture.
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 6.0 6.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 8.0 8.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
- ↑ 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 10.0 10.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.