ჟანეტა არჩვაძე
ჟანეტა არჩვაძე (დ. 19 სექტემბერი, 1930, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 14 აპრილი, 2017, თბილისი, საქართველო) — ქართველი მსახიობი, სატელევიზიო სახე, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1967); საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1990).
ჟანეტა არჩვაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
19 სექტემბერი, 1930 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
14 აპრილი, 2017 (86 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1953–2017 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაჟანეტა არჩვაძე დაიბადა 1930 წლის 19 სექტემბერს, თბილისში. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, 1949-1953 წლებში — რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ესტრადის მსახიობად. შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, სადაც რ. ებრალიძის პიესაში „ნანა“ განასახიერა ნანას როლი, პიესაში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ შეასრულა ტასიას როლი. თეატრში მსახიობობასთან ერთად, პარალელურად მუშაობდა რადიოში, მიჰყავდა ლიტერატურული და საბავშვო გადაცემები. 1957 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის დიქტორად. წლების მანძილზე მიჰყავდა საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“, ასევე სატელევიზიო ჟურნალები: „ჯანმრთელობა“, „იავნანა“, „საპოვნელა“, „საესტრადო პანორამა“, „მუსიკალური ფოსტა“, „ცანგალა და გოგონა“, „ცეროდენას ეკრანი“, „იყო და არა იყო რა“, „იავნანას წერილების კვალდაკვალ“, „ბუნების კარი“, „გლობუსი“, „კინოაფიშა“, „30 წუთი კინოსმოყვარულთათვის“, „კინოლექტორიუმი“, „ილუზიონი“ და სხვა.
2014 წლის 30 დეკემბერს, პირველი არხის დაბადების დღეს, მთაწმინდის სატელევიზიო ანძასთან ჟანეტა არჩვაძის ვარსკვლავი გაიხსნა.
გარდაიცვალა 2017 წლის 14 აპრილს, თბილისში.[1] მისი გარდაცვალების მიზეზი გულის უკმარისობა გახდა. დაკრძალულია თბილისში, საბურთლოს სასაფლაოზე.[2]
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ჟანეტა არჩვაძე გარდაიცვალა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-13. ციტირების თარიღი: 2023-02-13.
- ↑ სიკვდილის გზა არ-რა არის, ვარდისფერ გზის გარდა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-02-13. ციტირების თარიღი: 2023-02-13.
- ↑ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1967. №3. გვ. 91
- ↑ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1990. № 7. გვ. 17-18.