პუშკინის ისტორიულ-ლიტერატურული მუზეუმი

პუშკინის ისტორიულ-ლიტერატურული მუზეუმი (რუს. Историко-литературный музей города Пушкина) — სახელმწიფო მუზეუმი ქალაქ პუშკინში.

პუშკინის ისტორიულ-ლიტერატურული მუზეუმი
59°43′16″ ჩ. გ. 30°24′18″ ა. გ. / 59.721121111° ჩ. გ. 30.405075500° ა. გ. / 59.721121111; 30.405075500
დაარსდა 1987
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა პუშკინი
ექსპონატი 25 000
კლასიფიკაცია რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810455000
დირექტორი ნატალია პეტროვა
ოფიციალური საიტი [ოფიციალური ვებგვერდი ოფიციალური ვებგვერდი]
Map

პირველი მხარეთმცოდნეობითი ექსპოზიცია ქალაქ პუშკინში გამოჩნდა 1970-იან წლებში, სწორედ ამ ექსპოზიციაზე დააფუძნეს 1980-იან წლებში საზოგადოებრივი მხარეთმცოდნეობითი მუზეუმი.

1987 წლის 28 ივლისს ლენინგრადის საქალაქო აღმასკომმა მიიღო გადაწყვეტილება პუშკინის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის შექმნის შესახებ, როგორც სანქტ-პეტერბურგის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმის ფილიალი.

მუზეუმს გადასცეს ქალაქის ცენტრში მდებარე ისტორიული შენობა, რომელიც აგებულია 1820-1821 წლებში არქიტექტორ ვასილი სტასოვის მიერ ცარსკოესელოს პოლიციისათვის.

1996 წელს სანქტ-პეტერბურგის მერის ინიციატივით მუზეუმი თვითმმართველი გახდა და ეწოდა „ქალაქ პუშკინის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი“. 2002 წლიდან კი ეწოდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო დაწესებულება „ქალაქ პუშკინის ისტორიულ-ლიტერატურული მუზეუმი“, ხოლო 2011 წლიდან — სანქტ-პეტერბურგის საბიუჯეტო დაწესებულება „ქალაქ პუშკინის ისტორიულ-ლიტერატურული მუზეუმი“.

2009 წელს მუზეუმის მფლობელობაში შევიდა ფედერალური მნიშვნელობის ძეგლი „ცარსკოესელოს მოსკოვის კარიბჭე“. 2015 წელს მრავალწლიანი რესტავრაციის შემდეგ მოსკოვის კარიბჭეში განთავსდა მუდმივმოქმედი ექსპოზიცია.

ამჟამად მუზეუმი მოითვლის 25 000 ექსპონატს, რომლებიც ეკუთვნის ძირითად და სამეცნიერო-დამხარე ფონდებს. კოლექციიდან აღსანიშნავია: დოკუმენტები, ფოტოები, იაშვიათი წიგნები, გრაფიკა, ყოფა, ნუმიზმატიკა, ფერწერა და ქანდაკება. თანამშრომლები მუშაობენ სამუზეუმო ექსპოზიციის აღწერასა და სამეცნიერო შესწავლაზე.

მუზეუმის ექსპოზიცია შეიქმნა ძირითადად დოკუმენტებზე, ფოტოებზე, სახვითი ხელოვნების ნიმუშებზე და ყოფა-ცხოვრების ამსახველ ნივეთებზე დაყრდნობით, რომლებიც მოგვითხრობენ ცარსკოე-სელოს (1918 წლიდან - დეტსკოე-სელო, ხოლო 1937 წლიდან - ქალაქი პუშკინი) შესახებ. ასევე ექსპოზიცია მოგვითხრობს დიდი სამამულო ომის წლებზე.

დირექტორები

რედაქტირება
  • 1996-2015 — ნატალია დავიდოვა
  • 2015-2016 — ალექსანდრე სმირნოვი
  • 2017 წლიდან — ნატალია პეტროვა[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება