პუშკინის დიდმოწამე პანტელეიმონის ეკლესია

პუშკინის დიდმოწამე პანტელეიმონის ეკლესია (რუს. Церковь Великомученика Пантелеимона) — მართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ პუშკინში, მდებარეობს ნ. ა. სემაშკოს სახელობის № 38 ქალაქის საავადმყოფოს ტერიტორიაზე. აგებულია 1846-1852 წლებში.

პუშკინის დიდმოწამე პანტელეიმონის ეკლესია
პუშკინის დიდმოწამე პანტელეიმონის ეკლესია — რუსეთი
პუშკინის დიდმოწამე პანტელეიმონის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°43′03″ ჩ. გ. 30°25′15″ ა. გ. / 59.71750° ჩ. გ. 30.42083° ა. გ. / 59.71750; 30.42083
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7830267006
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ნეობიზანტიური
თარიღდება 1946-1852

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ტაძრის საფუძვლის ჩაყრა გაიმართა ქალაქ პუშკინის ისტორიულ ნაწილ სოფიაში 1781 წლის 22 ივლისს. იგი შეასრულა ნოვგოროდისა და სანქტ-პეტერბურგის მთავარეპისკოპოსმა გავრილმა. ტაძრის კურთხევა შედგა 1782 წლის 26 იანვარს კონსტანტინესა და დედოფალ ელენეს სახელზე. 1817 წლისათვის აღნიშნული ეკლესია უკვე აღარ ფუნქციონირებდა სიძველის გამო.

1846 წლის 2 ივლისს შედგა ახალი ქვის საავადმყოფოს საფუძვლის ცაყრა არქიტექტორ ნ. ვ. ნიკიტინის პროექტის მიხედვით, ხოლო ხარების ეკლესია დროებით განათავსეს თავშესაფრის სასადილოში. 1852 წლის 12 ოქტომბერს ტაძარი აკურთხეს ღვთისმშობლის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ხატის სახელზე. 1930 წლის 5 თებერვალს ეს ეკლესია დახურეს. ხატების ნაწილი გადაიტანეს ეკატერინეს სახელობის ტაძარში, ნაწილი კი სავაჭრო კანტორა „ანტიკვარიატში“. ქვედა ტაძარი ფუნქციონირებას აგრძელებდა 1933 წლის 16 აგვისტომდე. მისი ჭურჭლის ნაწილი გადაიტანეს სახელმწიფო ერმიტაჟში.

XIX საუკუნის შუა წლებიდან, ჰოსპიტალის ეზოში არსებობდა სამლოცველო, რომელშიც დამონტაჟებული იყო ძველი კანკელი. სამლოცველოში იდგა ეკლესიის ტახტრევანი, რომელიც 1872 წელს გადაიტანეს პუშკინის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში. სამლოცველო თავისი დანიშნულებით არ გამოიყენებოდა. 1907-1908 წლებში ეკლესია ნაწილობრივ გადააკეთეს და გააფართოვეს არქიტექტორ ს. ა. დანინის პროექტის მიხედვით. სამრეკლო დახურეს 1929 წელს და 1999 წლამდე გამოიყენებოდა ქალაქის მორგის დანიშნულებით.

2000 წელს სამლოცველო დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და დაიწყო მისი რესტავრაცია. 2001 წელს იგი აკურთხეს როგორც ეკლესია პანტელეიმონ დიდმოწამის სახელზე. 2002 წელს გუმბათზე დაამონტაჟეს ჯვარი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Мещанинов М. Ю. Храмы Царского Села, Павловска и их ближайших окрестностей: Краткий исторический справочник. — 2-е изд., испр. и доп.. — СПб.: Genio Loci, 2007. — С. 169—179. — ISBN 5-9900655-3-1.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება