პურგაზი
პურგაზი, იგივე ინიაზორ პურგაზი (ერზ. Пургаз (Инязор Пургаз), რუს. Пургас) — XIII საუკუნის პირველი ნახევრის ერზიელი მმართველი. პურგაზის სამთავროს დიდი მთავარი (ინიაზორი). ვოლგის ბულგარეთთან მოკავშირეობისას ის წინ აღუდგა სუზდალის რუსული სამთავროს გაფართოებას რეგიონში. შემდგომში პურგაზი ერზიული დამოუკიდებლობის სიმბოლოდ და ლეგენდების ნაწილად იქცა.
პურგაზი რუსულ ქრონიკებში რამდენიმეჯერაა მოხსენიებული. 1229 წლის იანვარში მისმა ჯარმა გააძევა რუსი მთავრების მარბიელი ლაშქარი. შემდგომ მან დაამარცხა მოკშანელი მთავარი პურეში. ამავე წლის აპრილში პურგაზმა სცადა რუსებისაგან გაენთავისუფლებინა ნიჟნი-ნოვგოროდი, ყოფილი ერზიული დასახლება, ორბან-ოში. მისმა ჯარმა დაწვა ქალაქი, მაგრამ ციტადელი უვნებელი გადარჩა. რამდენიმე თვეში პურგაზი პურეშის მიერ დამარცხდა. 1237 წლის ზაფხულში პურგაზი წარმატებით აღუდგა წინ მონღოლებს თუმცა 1238-1239 წლების შემოდგომასა და ზამთარში ის დამარცხდა. ცნობილია, რომ ერზიელი მთავრის მმართველობისას რუსი გლეხები მის სამფლობელოში ილტვოდნენ.
XIII საუკუნის შემდეგ ის გააკერპეს და მითიურ გმირად აქციეს. მას შეცდომით ასევე მოიხსენებდნენ როგორც მორდვეთის მეფეს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პურგაზი — ნიჟნი-ნოვგოროდის ენციკლოპედია