პუკელპოპი (Pukkelpop) — ბელგიის ყოველწლიური პოპ-როკ ფესტივალი, რომელიც იმართება აგვისტოს შუა რიცხვებში, ქალაქ ჰასელტის ახლოს. ის სიდიდით მეორე ფესტივალია ქვეყანაში როკ ვერხტერის შემდეგ, და სარეკორდო მაჩვენებლით 2009 წელს უმასპინძლა 180000 მსმენელს. პუკელპოპზე გამოვიდნენ მსოფლიოში ცნობილი ჯგუფები და შემსრულებლები, როგორებიც არიან Sonic Youth, The Mission, Ramones, Nirvana, The Sisters of Mercy, Red Hot Chili Peppers, The Smashing Pumpkins, Foo Fighters, Radiohead, Metallica, Green Day, Blink-182, Guns N' Roses, Pixies, PJ Harvey, Daft Punk, The Prodigy, Nine Inch Nails, Iron Maiden, Björk, The Stone Roses, Nine Inch Nails, The Prodigy, Eminem, Interpol და სხვა. ფესტივალი დაარსდა 1985 წელს ახალგაზრდული ორგანიზაცია „ლეოპოლდსბურგის ჰუმანისტური ახალგაზრდობის“ მიერ. პირველად გაიმართა 1985 წლის 21 ივლის, ბელგიის ნაციონალურ დღესასწაულზე და თავდაპირველად ესწრებოდა 3000 მსმენელი.

პუკელპოპი
მდებარეობა დროშა: ბელგია ბელგია, ჰასელტი
გამართვის წლები 1985 - დღემდე
დამაარსებლები „ლეოპოლდსბურგის ჰუმანისტური ახალგაზრდობა“
თარიღები აგვისტოს შუა რიცხვები
ჟანრი ალტერნატიული როკი, როკი, ინდი-როკი, პოპი, ჰიპ-ჰოპი, მძიმე მეტალი, ელექტრონული მუსიკა, საცეკვაო მუსიკა
საიტი
http://www.pukkelpop.be

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება