პუდუკოტაი
პუდუკოტაი (ინგლ. Pudukkottai) ― პუდუკოტაის რაიონი ადმინისტრაციული შტაბი, ინდოეთის შტატ ტამილნადუში. მდებარეობს მდინარე ველარის ნაპირებზე. სხვადასხვა დროს მუთჰარაიარის დინასტიის, ჩოლის, ადრეული პანდაების, თჰონდაიმანებისა და ბრიტანელთა მმართველობის ქვეშ იყო მოქცეული. შტატის დედაქალაქ ჩენაიდან 395 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით და ტირუჩირაპალიდან 55 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. პუდუკოტაის რაიონში დაიბადა სანთი სუნდარაჯანი, პირველი ტამილი ქალი, რომელმაც აზიურ თამაშებში საპრიზო ადგილი დაიკავა.[1]
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
პუდუკოტაი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 10°23′00″ ჩ. გ. 78°49′00″ ა. გ. / 10.38333° ჩ. გ. 78.81667° ა. გ. |
დაარსდა | 1912 |
ფართობი | 21.25 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 99 მეტრი |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 4322 |
საფოსტო ინდექსი | 622001 |
პუდუკოტაი ამავე სახელწოდები მქონე რაიონის დედაქალაქია. რაიონის ადმინისტრაციული ოფისების გარდა ქალაქში მდებარეობს: სამთავრობო საგანმანათლებლო ინსტიტუტები, კოლეჯები და სკულები. შედის პუდუკოტაის საარჩევნო ოლქში, საიდანაც საკანონმდებლო ასამბლეის წევრებს ირჩევენ ხუთი წლის ვადით. შედის ლოკ-საბჰის საარჩევნო ოლქშიც, რამანათჰაპურამთან, სივაგანგასთან, ტირუჩირაპალთან და კარურისთან ერთად. ქალაქი მუნიციპალიტეტის სტატუსით იმართება 1912 წლიდან. პუდუკოტაის ფართობ 21.25 კმ²-ია. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 117 745 ადამიანს შეადგენს. უახლოესი აეროპორტი ტირუჩირაპალის საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც პუდუკოტაიდან 45 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
გეოგრაფია
რედაქტირებაპუდუკოტაის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 10.38° განედი და აღმ. 78.82° გრძედი. მდებარეობს მდინარე ველარის ხეობაში. ქალაქი ნახევრად უდაბნოს ზონების სარტყელშია მოქცეული და მთელი წლის მანძილზე მაღალი ტემპერატურითა და შედარებით დაბალი ნალექიანობით ხასიათდება. პუდუკოტაის ვაკე რელიეფი აქვს, მცირე რაოდენობით კლდოვანი მთებით. ქალაქის ირგვლივ მდებარეობს მთები: ურუგუმალაი, ათჰიმალაი და ჩენაიმალაი. პუდუკოტაიში მიედინება: ამარავათი, ნოიალი, ბჰავანი და კავერი. ქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიებზე მინერალური რესურსები არ მოიპოვება. ნიადაგი წითელი მიწისა და წითელი თიხნარისგან შედგება. რეგიონში მოჰყავთ: ბრინჯი, ბანანი, შაქრის ლერწამი და არაქისი. მუნიციპალიტეტის ფართობი 21.25 კმ²-ია.[2][3][4]
პუდუკოტაიში მთელი წლის მანძილზე ცხელი და მშრალი ამინდია. ტემპერატურა მაქსიმალური 39.7 °C-დან (103.5 °F) მინიმალურ 17.8 °C-მდე (64.0 °F) მერყეობს. შტატის დანარჩენი ნაწილის მსგავსად, აპრილიდან ივნისამდე ყველაზე ცხელი თვეებია, ხოლო დეკემბერი და იანვარი ყველაზე ცივი თვეებია. პუდუკოტაის საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 978.8 მმ-ს უდრის. სამხრეთ-დასავლეთი მუსონი ივნისში იწყება და აგვისტომდე გრძელდება, რასაც მცირე რაოდენობით ნალექი მოსდევს. ნალექიანობის დიდი ნაწილი ჩრდილო-აღმოსავლეთ მუსონის დროს მოდის, რომელიც ოქტომბერიდან დეკემბრამდე გრძელდება.[5]
დემოგრაფია
რედაქტირება2011 წლის აღწერის მიხედვით, პუდუკოტაის მოსახლება 117 745 ადამიანს შეადგენს. სქესობრივი თანაფარდობაა: 1 003 ქალი 1 000 კაცზე.[6] წერა-კითხვის ცოდნის დონე 91.35%-ია.[6][7] 2001 წლის მონაცემებით, ქალაქში 20 ბიდონვილია, სადაც დაახლოებით 37 740 ადამიანი ცხორობს. 1991-2001 წლებში სხვა ქალაქებში სამუშაოს საძიებლად წასულთა რიცხვის ზრდის გამო, ქალაქის მოსახლეობა შემცირდა.[8]
2011 წლის აღწერის მიხედვით, პუდუკოტაის მოსახლეობის 79.4% ინდუიზმის მიმდევარია. მოსახლეობის 15.14% მუსლიმია. ქრისტიანობას მოსახლეობის 4.8% მისდევს, სიქიზმს ― 0.02%, ბუდიზმს ― 0.02%, 0.04% ― სხვა რელიგიებს, ხოლო 0.5% ― არარელიგიურია.
ადმინისტრირება
რედაქტირებაპუდუკოტაი ამავე სახელწოდების მქონე რაიონის შტაბია. 1912 წელს მას მესამე კლასის მუნიციპალიტეტის სტატუსი მიენიჭა, ხოლო 1963 წელს პირველი კლასისი მუნიციპალიტეტი გახდა. 1998 წლიდან საკანონმდებლო ასამბლეაში წევრების არჩევის უფლება მიიღო. პუდუკოტაის მუნიციპალიტეტი 42 ვარდს მოიცავს. ყოველ ვარდს ჰყავს მრჩეველი.[9] მუნიციპალიტეტის ფუნქციები ექვს განყოფილებაშია განაწილებული: ზოგადი ადმინისტრირება/პერსონალი, ინჟინერია, შემოსავლები, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ქალაქის დაგეგმარება და საინფორმაციო ტექნოლოგიები. ყველა დეპარტამენტი მუნიციპალური კომისრის დაქვემდებარებაშია, რომელიც ქალაქის აღმასრულებელი ხელმძღვანელია.[10] საკნონმდებლო ძალაუფლება საბჭოს 42 წევრს აქვს, რომლებსაც ვარდებიდან ირჩევენ.[11] საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე ხელმძღვანელობენ.[12]
ქალაქი პუდუკოტაის შტატის ასამბლეის საარჩევნო ოლქის ნაწილია და ტამილნადუს საკანონმდებლო ასამბლეაში საკუთარ წარმომადგენელს ირჩევს 5 წლის ვადით.[13] 2009 წლიდან ქალაქი ტირუჩირაპალის საარჩევნო ოლქის ნაწილია.
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Edward Duyker & Coralie Younger, Molly and the Rajah: Race, Romance and the Raj, Australian Mauritian Press, Sylvania, 1991, pp. xii, 130, ISBN 0-646-03679-3
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Poll ticket, crowd-funded academy on Santhi's agenda“. The Times Of India. TNN. 2016-05-07. ციტირების თარიღი: 2018-01-01.
- ↑ About Pudukkottai. Pudukkottai municipality (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-02. ციტირების თარიღი: 2012-12-29
- ↑ Urban Infrastructure Report, 2008, p. 5
- ↑ Urban Infrastructure Report, 2008, p. ii.
- ↑ Climate and Rainfall. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-02. ციტირების თარიღი: 2018-01-01
- ↑ 6.0 6.1 Area and Population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-02. ციტირების თარიღი: 2018-01-01
- ↑ Census Info 2011 Final population totals - Pudukkottai. Office of The Registrar General and Census Commissioner, Ministry of Home Affairs, Government of India. ციტირების თარიღი: 2018-01-01
- ↑ Urban Infrastructure Report, 2008, pp. 6-7
- ↑ About the municipality. Pudukottai Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-17. ციტირების თარიღი: 2012-12-29
- ↑ Commissionerate of Municipal Administration. Commissionerate of Municipal Administration. ციტირების თარიღი: 2012-12-29
- ↑ Councillors of municipality. Pudukottai Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-06-04. ციტირების თარიღი: 2012-12-29
- ↑ „Economic and political weekly“. 30. Sameeksha Trust. 1995: 2396. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ List of Assembly Constituencies. Tamil Nadu. Tamil Nadu state government. ციტირების თარიღი: 2012-12-29