პროხორეს ცხოვრება

„პროხორეს ცხოვრება“ — ძველი ქართული მწერლობის ანონიმური ძეგლი, ჰაგიოგრაფიული თხზულება, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დამაარსებლის პროხორე ქართველის თავგადასავალს გვაცნობს. დაწერილი უნდა იყოს XI საუკუნის 70-იან წლებში, ჯვრის მონასტერში. „პროხორეს ცხოვრება“ ჩვენამდე მოღწეულ სვინაქსარულ რედაქციას დიდი მნიშვნელობა აქვს პალესტინის ქართული კოლონიის ისტორიისა და იერუსალიმში მოღვაწე ქართველთა კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობის შესასწავლად. ძეგლი არსებითად ერთადერთი და უსრულესი წყაროა პროხორეს ბიოგრაფიისათვის. „პროხორეს ცხოვრების“ ტექსტი გამოსცეს თ. ჟორდანიამ (1897), ი. ყიფშიძემ (1927), ს. ყუბანეიშვილმა (1946) და ე. გაბიძაშვილმა (1968).

ლიტერატურა

რედაქტირება