პროქსიმა კენტავრი b

ეგზოპლანეტა
(გადამისამართდა გვერდიდან პროქსიმა b)

პროქსიმა კენტავრი b (აგრეთვე პროქსიმა b[1][2]) — მზის უახლოესი ვარსკვლავის, პროქსიმა კენტავრის წითელი ჯუჯა ვარსკვლავის ორბიტაზე, სასიცოცხლო ზონაში მოძრავი ეგზოპლანეტა.[3][4] მდებარეობს დედამიწიდან 4,3 სინათლის წლის მანძილზე, კენტავრის თანავარსკვლავედში და წარმოადგენს მზის სისტემისათვის დღემდე ცნობილ უახლოეს ეგზოპლანეტას. აღმოჩენისთანავე, ყურადღება მიიპყრო ფაქტმა, რომ ის შესაძლოა სიცოცხლისათვის ვარგისი იყოს. როგორც ამჟამინდელი მონაცემები მეტყველებს, იგი მისი ზომის სხვა პლანეტებს შორის ნამდვილად არაა საუკეთესო კანდიდატი,[5] პლანეტის განვითარებისა და ფიზიკური მახასიათებლების შესასწავლად საჭიროა კიდევ მეტი ინფორმაცია.[5][6][7]

პროქსიმა კენტავრი b

პროქსიმა კენტავრი b-ს ზედაპირის მხატვრული კონცეპტი
სხვა სახელები პროქსიმა b
აღმოჩენა
აღმომჩენი ევროპის სამხრეთული ობსერვატორია
აღმოჩენის ადგილი ლა-სილიის ობსერვატორია
აღმოჩენის თარიღი 24 აგვისტო, 2016
ორბიტალური მახასიათებლები
ფიზიკური მახასიათებლები
მასა (m) 0.123

პლანეტა 2016 წლის აგვისტოში ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ აღმოაჩინა.[8][3][9][10][11] მეცნიერთა ვარაუდით, დედამიწასთან სიახლოვის გამო, არსებობს პლანეტის შესაძლო რობოტული გამოკვლევის შანსი პროექტ Starshot-ის ფარგლებში ან მინიმუმ „უახლოეს საუკუნეებში“.[3][4]

პლანეტის აღმოჩენა რადიალური ბრუნვის მეთოდით მოხდა, სადაც დედა ვარსკვლავის სპექტრული ხაზების პერიოდული ჩაბნელება მის ორბიტაზე მოძრავ ობიექტზე მიუთითებდა.

მახასიათებლები

რედაქტირება

პროქსიმა კენტავრი b-ს ორბიტის დახრილობა ჯერ გაზომილი არაა. პლანეტის მინიმალური მასა დედამიწის 1,27 მასის ტოლია; ზუსტი მასა ორბტისადმი დახრილობის განსაზღვრის შემდეგ გამოითვლება. უფრო დახრილი ორბიტა შედარებით მეტ მასას ნიშნავს. მდებარეობს დედა-ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში.

დედა ვარსკვლავი

რედაქტირება

პლანეტა გარს უვლის M-ტიპის წითელ ჯუჯა ვარსკვლავს — პროქსიმა კენტავრის, რომლის მასაც მზის 0,12 მასას შეადგენს, რადიუსი კი 0,14-ს.[8] ზედაპირის ტემპერატურა 2768,85 °C-ია,[12] ასაკი 4,85 მილიარდი წელი.[13] შედარებისათვის, მზის ასაკი 4,6 მილიარდი წელია, ზედაპირის ტემპერატურა კი 5504,85 °C.[14] პროქსიმა კენტავრის სიკაშკაში მზის 0,0015 სიკაშკაშეს უდრის. ვარსკვლავი მდიდარია მეტალებით, რაც არადამახასიათებელია მისი მსგავსი სხვა დაბალმასიანი ვარსკვლავებისათვის.

მიუხედავად მზესთან სიახლოვისა, დაბალი სიკაშკაშის გამო, პროქსიმა კენტავრის დანახვა შეუიარაღებელი თვალით დედამიწიდან შეუძლებელია.[15]

პროქსიმა კენტავრი ამოფრქვევადი ვარსკვლავია, რომელშიც მაგნიტური აქტივობების გამო პერიოდულად მიმდინარეობს სიკაშკაშის დრამატული მომატება და ენერგიის გამოყოფა, რაც დიდ ვარკსვლავურ შტორმებს წარმოქმნის;[16] ეს ქარები ეგზოპლანეტის ზედაპირს ძლიერ დაასხივებს, თუ ამ უკანასკნელს არ გააჩნია ძლიერი მაგნიტური ველი ან დამცავი ატმოსფერო.

პროქსიმა კენტავრი b თავის დედავარსკვლავის გარსშემოვლას 11,186 დღეს ანდომებს. მისგან დაშორებულია დედამიწასა და მზეს შორის მანძილის ერთი-მეოცედით. პლანეტა თავის ვარსკვლავისგან 65%-ით მეტ რადიაციულ გამოსხივებას იღებს, ვიდრე დედამიწა მზისგან.[8] რეალურად, პლანეტა მხოლოდ 2%-ს იღებს იმ სინათლისა, რასაც იღებს დედამიწა, რადგან რადიაციული გამოსხივების უდიდესი ნაწილი ინფრაწითელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მის ზედაპირზე მუდმივად მწუხრი უნდა იყოს. თუმცა, ვიწრო ორბიტის გამო, პროქსიმა კენტავრი b იღებს 400-ჯერ მეტ X-გამოსხივებას, ვიდრე დედამიწა.

სიცოცხლის შესაძლებლობა

რედაქტირება
 
პროქსიმა კენტავრი b-ს მხატვრული კონცეპტი, უკანა ფონზე პროქსიმა კენტავრისა და პროქსიმა ალფას სამმაგი სისტემა.

პროქსიმა კენტავრი b-ზე სიცოცხლის არსებობა დადასტურებული არ არის.[5][6] ეგზოპლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო სასიცოცხლო ზონაში ბრუნავს, რეგიონში, სადაც შესაძლოა არსებობდეს სათანადო პლანეტური პირობები, მათ შორის ატმოსფერო და თხევადი წყალი პლანეტის ზედაპირზე. დედა-ვარსკვლავს, წითელ ჯუჯას, რომელიც მზეზე რვაჯერ მეტი მასა აქვს, სასიცოცხლო ზონა ∼0.0423–0.0816 ასტრონომიულ ერთეულში გააჩნია.[8]

მიუხედავად სასიცოცხლო ზონაშ მდებარეობისა, პროქსიმა კენტავრი b-ზე სიცოცხლის არსებობა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის მიზეზი პოტენციურად სარისკო ფიზიკური პირობებია. ეგზოპლანეტა იმდენად ახლოსაა თავის ვარსკვლავთან, რომ შესაძლოა სინქრონულად იყოს ჩაკეტილი.[17][18] თუ პლანეტის ორბიტული ექსცენტრიულობა 0-ის ტოლია, ეს შესაძლოა გახდეს სინქრონული მოძრაობის მიზეზი, რაც გულისხმობს ერთ მცხუნვარე მხარეს, რომელიც მუდამ ვარსკვლავისკენაა მიქცეული და მეორე, მუდამ ბნელ და გაყინულ მხარეს.[19][20] პლანეტის ზუსტი ორბიტული ექსცენტრიულობა უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს მაჩვენებელი 0,35-ზე დაბალია — პოტენციურად საკმარისი იმისათვის, რომ ორბიტული რეზონანსი მერკურის მსგავსი ჰქონდეს.[21] ამ შემთხვევაში, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნებისმიერი საცხოვრებლად ვარგისი ზონა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, შეზღუდული იქნება სასაზღვრო რეგიონით ორ უკიდურეს მხარეს შორის, რაც როგორც წესი, ტერმინატორის ხაზით გამოიხატება. მხოლოდ აქ შეიძლება იყოს შესაძლებელი თხევადი წყლის არსებობა.[18]

ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ვარაუდით, თუ პლანეტაზე წყალი არის და აქვს ატმოსფერო, შესაძლებელია, რომ მასზე დედამიწის მსგავსი საშუალო ტემპერატურა იყოს.[22] შესაძლოა პლანეტის დიდი ნაწილი სიცოცხლისათვის ხელსაყრელი იყოს, თუკი მას საკმარისი სისქის ატმოსფერო აქვს იმისათვის, რომ ვარსკვლავისგან მიბრუნებულ მხარეზე სათანადო ოდენობის სითბო გაატაროს.[18] თუ ატმოსფერო არსებობს, სიმულაციების შედეგად დგინდება, რომ ფორმაციიდან 100–200 წლის შემდეგ პლანეტამ შესაძლოა ირადიაციის შედეგად ზუსტად იგივე ოდენობის წყალი დაკარგა, რაც დედამიწამ. ამ ეტაპზე, ტელესკოპებისა და სხვა ტექნიკური საშუალებებით პლანეტის მასშტაბური შესწავლა მიმდინარეობს, რათა მეტი გახდეს ცნობილი მისი შემადგენლობისა და ატმოსფეროს შესახებ.

აღმოჩენა

რედაქტირება

ეგზოპლანეტის არსებობის პირველი ნიშნები საარქივო მონაცემებზე დაყრდნობით 2013 წელს ჰეტფორდშირის უნივერსიტეტის მკვლევარმა მიკო ტუომიმ აღმოაჩინა.[23][24] შესაძლო აღმოჩენის დასადასტურებლად, 2016 წლის იანვარში ევროპის სამხრეთულმა ობსერვატორიამ პროექტი „მკრთალი წითელი წერტილი“ დაიწყო.[25] 2016 წლის 24 აგვისტოს, ჯგუფმა, რომელსა ლონდინის დედოფალ მარიას უნივერსიტეტის მკვლევარი გილემ ანგლადა-ესკუდე ხელმძღვანელობდა, პლანეტა პროქსიმა კენტავრი b-ს არსებობა დაადასტურა.[13][8][17] გაზომვები ჩატარდა ჩილეში მდებარე ლა-სილიის ობსერვატორიის 3,6 მ ტელესკოპითა და Very Large Telescope-ით.[8]

ასტრონომები თეორიულად უშვებენ პროქსიმა კენტავრის გარშემო სხვა პლანეტების არსებობასაც.[8]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Earth-like planet discovered orbiting sun's neighbor. CNN (24 August 2016). ციტატა: „A planet named Proxima b has been discovered orbiting the closest star to our sun.“ ციტირების თარიღი: 24 August 2016.
  2. Davis, Nicola. (24 August 2016) Discovery of potentially Earth-like planet Proxima b raises hopes for life. The Guardian. ციტირების თარიღი: 24 August 2016.
  3. 3.0 3.1 3.2 Chang, Kenneth (24 August 2016). „One Star Over, a Planet That Might Be Another Earth“. New York Times. ციტირების თარიღი: 24 August 2016.
  4. 4.0 4.1 Strickland, Ashley. (24 August 2016) Closest potentially habitable planet to our solar system found. ციტირების თარიღი: 25 August 2016
  5. 5.0 5.1 5.2 Clery, Daniel (26 August 2016). „The exoplanet next door“. Science News. ციტირების თარიღი: 28 August 2016. ციტატა: „Researchers have already found hundreds of similarly sized planets, and many appear to be far better candidates for hosting life than the one around Proxima Centauri, called Proxima b.“
  6. 6.0 6.1 Amos, Jonathan (24 August 2016). „Neighbouring star Proxima Centauri has Earth-sized planet“. BBC News. ციტირების თარიღი: 25 August 2016. ციტატა: „Just how "habitable" this particular planet really is, one has to say is pure speculation for the time being.“
  7. Ribas, Ignasi; Bolmont, Emeline; Selsis, Franck; et al. (25 August 2016). „The habitability of Proxima Centauri b: I. Irradiation, rotation and volatile inventory from formation to the present“ (PDF). Astronomy & Astrophysics. ციტირების თარიღი: 28 August 2016. et al.-ის დაწვრილებითი გამოყენება |last4=-ში (დახმარება)
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 Anglada-Escudé, G.; Amado, P. J.; Barnes, J.; Berdiñas, Z. M.; Butler, R. P.; Coleman, G. A. L.; de la Cueva, I.; Dreizler, S.; Endl, M.; Giesers, B.; Jeffers, S. V.; Jenkins, J. S.; Jones, H. R. A.; Kiraga, M.; Kürster, M.; López-González, M. J.; Marvin, C. J.; Morales, N.; Morin, J.; Nelson, R. P.; Ortiz, J. L.; Ofir, A.; Paardekooper, S.-J.; Reiners, A.; Rodríguez, E.; Rodrίguez-López, C.; Sarmiento, L. F.; Strachan, J. P.; Tsapras, Y.; Tuomi, M.; Zechmeister, M. (25 August 2016). „A terrestrial planet candidate in a temperate orbit around Proxima Centauri“ (PDF). Nature (ინგლისური). 536 (7617): 437–440. doi:10.1038/nature19106. ISSN 0028-0836.
  9. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Planet Found in Habitable Zone Around Nearest Star. European Southern Observatory (24 August 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 August 2016.
  10. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი."Found! Potentially Earth-Like Planet at Proxima Centauri Is Closest Ever ". Space.com (24 August 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 August 2016.
  11. Knapton, Sarah. Proxima b: Alien life could exist on 'second Earth' found orbiting our nearest star in Alpha Centauri system. Telegraph Media Group (24 August 2016). ციტირების თარიღი: 24 August 2016.
  12. Ségransan, D.; Kervella, P.; Forveille, T.; Queloz, D. (2003). „First radius measurements of very low mass stars with the VLTI“. Astronomy and Astrophysics. 397 (3): L5–L8. arXiv:astro-ph/0211647. Bibcode:2003A&A...397L...5S. doi:10.1051/0004-6361:20021714.
  13. 13.0 13.1 Mathewson, Samantha. Proxima b By the Numbers: Possibly Earth-Like World at the Next Star Over. Space.com (24 August 2016). ციტირების თარიღი: 25 August 2016
  14. Fraser Cain. (16 September 2008) How Old is the Sun?. Universe Today. ციტირების თარიღი: 19 February 2011.
  15. Jao, Wei-Chun; Henry, Todd J.; Subasavage, John P.; Winters, Jennifer G.; Gies, Douglas R.; Riedel, Adric R.; Ianna, Philip A. (2014). „The Solar Neighborhood. XXXI. Discovery of an Unusual Red+White Dwarf Binary at ~25 pc via Astrometry and UV Imaging“. The Astronomical Journal. 147 (1): 21. arXiv:1310.4746. Bibcode:2014AJ....147...21J. doi:10.1088/0004-6256/147/1/21. ISSN 0004-6256.
  16. Christian, D. J.; Mathioudakis, M.; Bloomfield, D. S.; Dupuis, J.; Keenan, F. P. (2004). „A Detailed Study of Opacity in the Upper Atmosphere of Proxima Centauri“. The Astrophysical Journal. 612 (2): 1140–1146. Bibcode:2004ApJ...612.1140C. doi:10.1086/422803.
  17. 17.0 17.1 Witze, Alexandra (24 August 2016). „Earth-sized planet around nearby star is astronomy dream come true“. Nature. pp. 381–382. doi:10.1038/nature.2016.20445. ციტირების თარიღი: 24 August 2016.
  18. 18.0 18.1 18.2 Singal, Ashok K. (2014). „Life on a tidally-locked planet“. Planex Newsletter. 4 (2): arXiv:1405.1025. arXiv:1405.1025. Bibcode:2014arXiv1405.1025S.
  19. Barnes, Rory, რედ. (2010), Formation and Evolution of Exoplanets, John Wiley & Sons, p. 248, ISBN 3527408967, https://books.google.com/books?id=-7KimFtJnIAC&pg=PA248
  20. Heller, R.; Leconte, J.; Barnes, R. (April 2011). „Tidal obliquity evolution of potentially habitable planets“. Astronomy & Astrophysics. 528: 16. arXiv:1101.2156. Bibcode:2011A&A...528A..27H. doi:10.1051/0004-6361/201015809. A27.
  21. Makarov, Valeri V. (June 2012), "Conditions of Passage and Entrapment of Terrestrial Planets in Spin-orbit Resonances", The Astrophysical Journal 752 (1): 8, , 73
  22. Numerical simulation of possible surface temperatures on Proxima b (synchronous rotation). ESO (2016). ციტირების თარიღი: 24 August 2016.
  23. Proxima b is our neighbor… better get used to it!. Pale Red Dot (24 August 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 24 August 2016
  24. Aron, Jacob. 24 August 2016. Proxima b: Closest Earth-like planet discovered right next door. New Scientist. Retrieved 24 August 2016.
  25. Follow a Live Planet Hunt!. European Southern Observatory (15 January 2016). ციტირების თარიღი: 24 August 2016.