პრომეთეს მემინდვრია
პრომეთეს მემინდვრია (ლათ. Prometheomys schaposchnikowi), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 17 სმ, მასა 80 გ აღწევს. გავრცელებულია კავკასიონის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებისა და თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში — ალპურ და სუბალპურ მდელოებზე.
პრომეთეს მემინდვრია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Prometheomys schaposchnikowi | ||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 18339 | ||||||||||||
|
საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, შიდა ქართლში, კობთან, გუდაურთან, სტეფანწმინდასთან, გურია-აჭარის ქედზე დასხვა ადგილებში. იკვებება მცენარეთა მიწისქვეშა და მიწისზედა (ზაფხულობით) ნაწილებით. ზოგან საძოვრებს აფუჭებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ავალიანი რ., ქსე, ტ. 8, გვ. 206, თბ., 1984