პროკოპ დივიში
პროკოპ დივიში (ჩეხ. Prokop Diviš; დ. 26 მარტი, 1698[5] — გ. 21 დეკემბერი, 1765) — ჩეხი ფიზიკოსი, თეოლოგი, ბუნების მკვლევარი, მღვდელი.
პროკოპ დივიში | |
---|---|
ჩეხ. Prokop Diviš | |
დაბ. თარიღი | 26 მარტი, 1698[1] [2] [3] |
დაბ. ადგილი | Helvíkovice[2] ან Helkovice[3] |
გარდ. თარიღი | 21 დეკემბერი, 1765[1] [4] [2] (67 წლის) ან 25 დეკემბერი, 1765[3] (67 წლის) |
გარდ. ადგილი | Přímětice[1] |
საქმიანობა | კათოლიკე მღვდელი[1] [2] , თეოლოგი[2] , ფიზიკოსი, ბუნებისმეტყველი[2] , გამომგონებელი[2] და მუსიკოსი[1] |
ალმა-მატერი | ზალცბურგის უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | Doctor of Divinity |
ბიოგრაფია
რედაქტირებაპროკოპ დივიში დაიბადა 1698 წლის 26 მარტს ჩეხოსლოვაკიის პატარა ქალაქ ჟამბერკში, გლეხის ოჯახში. მას დამთავრებული აქვს ქალაქ ზნოიმოს გიმნაზია. 1720 წელს დივიში ბერად აღიკვეცა. მიღებული წესის თანახმად მან შეიცვალა ნათლობის სახელი ვაცლავი და დაირქვა პროკოპი. 1720-1726 წლებში იგი მოღვაწეობდა ლოუკის სამონასტრო სკოლაში, სადაც განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებოდა ფიზიკის უახლესი დარგის, ელექტროობის შესწავლას. შემდგომ პერიოდში დივიშმა მღვდილის წოდება მიიღო და დაინიშნა ლოუკის სამონასტრო სკოლაში ფილოსოფიის და თეოლოგიის მასწავლებლად. ამავე დროს იგი ასრულებდა საეკლესიო გუნდის ორღანისტის და რეგენტის მოვალეობასაც. თავის საქმიანობასთან ერთად იგი თავის ცოდნას იღრმავებდა ფიზიკა-მათემატიკასა და მუსიკაში. სწორედ ამ პერიოდში გახდა იგი ფილოსოფიის დოქტორი. დივიშის მეცნიერულ მისწრაფებებს ცხოვრების ეს სტილი გასაქანს არ ძლევდა, სწორედ ამიტომ მან პირველივე შესაძლებლობისთანავე დატოვა მონასტერი და გადავიდა ზნოიმის მახლობლად მდებარე პატარა სოფელ პრჟიმეტიცეში სამრევლო მღვდლის ადგილზე. სიცოცხლის დანარჩენი წლები მან ამ ადგილზე გაატარა. 1741-1748 წლებში დივიშის მყუდრო ცხოვრება პრუსია ავსტრიის საომარმა ამბებმა დაარღვია. როდესაც 1742 წელს პრუსიის არმიამ ზნოიმო დაიკავა, დივიშს წილად ხვდა დიპლომატიური მისია ეკისრა და პირადად შეხვედროდა პრუსიის მეფე ფრიდრიხ II-ს. მისმა ავტორიტეტმა და დიპლომატიურმა ტაქტმა დარბევისაგან იხსნა ლოუკის მონასტერი.
მოღვაწეობა
რედაქტირება1740-იან წლებში დივიშის მეცნიერულმა გატაცებებმა უფრო კონკრეტული სახე მიიღო; იგი დაინტერესდა ელექტრული მოვლენების, კერძოდ, ატმოსფერული ელექტრონების შესწავლთ. გასაოცებელია ის ფაქტი, რომ დივიში ახერხებს და პროფესიულ დონეზე აწარმოებს თავის დაკვირვებებს პროვინციაში, რომელიც მეცნიერულ სამყაროს მოწყვეტილი იყო. ძირითად ხელსაწყოებს, რომლითაც იგი სარგებლობდა წარმოადგენდა მინის ბირთვების სახეობები. მასში დივიშმა მოხახუნე სხეულად გამოიყენა ხბოს ტყავის ბალიშები, რომლებიც გამოტენილი იყო ცხენის ძუით. იგი შესანიშნავად ფლობდა მინის წარმოების წესებს და თითქმის საკუთარი ხელით ამზადებდა საჭირო ხელსაწყოებს.
დივიშის პერიოდში მიმდინარეობდა ელექტროობის თეორიის თანდათანობით ჩასახვა და პრაქტიკაში მისი გამოყენების მაგალითები მეტად უმნიშვნელო იყო. დივიშის ცდებიდან აღსანიშნავია: გაიშვითებულ ვერცხლისწყლიან მილში ფერფლოვანი განმუხტვის მიღება, სპირტის ანთება ელექტრული ნაპერწკლის საშუალებით, ელექტრული პოტენციალის გარდაქმნა მექანიკურ ძალად (ელექტროზარი, ელექტროშადრევანი, ელექტროჩაქუჩი და სხვა). დივიშმა საკუთარ მეურნეობაში პირველმა გამოიყყენა თვითნაკეთი მოწყობილობა, რომელსაც ამჟამად „ელექტრულ ღობეს“ უწოდებენ.
1750-იან წლებში პროკოპ დივიშის მოღვაწეობა კიდევ ერთი სიახლით აღინიშნა: მან ერთ-ერთმა პირველმა სცადა სამკურნალო მიზნით გამოეყენებინა ელექტროობა და ელექტროთერაპიაში საკმაო წარმატებასაც მიაღწია. იმდროინდელ გაზეთებში გამოიცა მასალები დივიშის სამედიცინო პრაქტიკის შესახებ. მისი სამკურნალო მეთოდი შემდგომში „ფრანკლინიზაციის“ სახელწოდებით გავრცელდა (თუმცა ეს სახელწოდება პირობითია). ზნოიმის საზოგადოება დივიშის ამ საქმიანობას მტრულად შეხვდა. ადგილობრივ ექიმებს არ სიამოვნებთად ის გარემოება, რომ ავადმყოფების ნაწილმა დივიშთან გადაინაცვლა. ასევე იეზუიტებმა დივიშს ბრალი დასდეს საეკლესიო დოგმების დარღვევაში.
ამავე წლებში დივიში კვლავ ინტენსიურად აწარმოებს ელექტრულ მოვლენებზე დაკვირვებას და დროდადრო აქვეყნებს საკუთარ ინფორმაციულ სტატიებს, რომლებიც უმეტესად ცალკეული ექსპერიმენტების აღწერას მოიცავდა. აღსანიშნავია შემდეგი ფაქტი: 1752 წელს დივიშმა თავად შექმნა თავისებური მუსიკალური ინსტრუმენტი, რომელსაც „დენიდორი“ უწოდა. ეს საკრავი მიეკუთვნებოდა სიმებიან-კლავიშურ ტიპს და იძლეოდა ასორმოცდაათი სხვადასხვა ტემბრის ბგერას. ეს ფაქტი ხაზს უსვამს მის ცოდნას მუსიკალური და ფიზიკური აკუსტიკის სფეროში.
დივიშის სახელს მიეკუთვნება მსოფლიოში პირველი დამიწებული მეხამრიდის გამოგონება. 1752-1753 წლებში რუსეთში, საფრანგეთსა და ამერიკაში იყენებდნენ მსგავს საშუალებებს, მაგრამ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ისინი არ წარმოადგენდნენ მეხამრიდებს, რადგან არ ხდებოდა გამტარის დამიწება, რაც მეხამრიდის მოქმედების უმნიშვნელოვანეს პრინციპს წარმოადგენს.
1754 წლის 15 ივნისს სოფელ პრემეტიცეში დივიშმა აღმართა თავისი „მეტეოროლოგიური მანქანა“, რითაც დასაბამი მისცა ადმოსფერული ელექტროობის სტიქიურ ძალებზე ადამიანის გონების გამარჯვებას. „მეტეოროლოგიური მანქანა“ (დამიწებული მეხამრიდის პირველსახე) საკმაოდ რთული კონსტრუქციის იყო. მისი სიმაღლე 15 მეტრს უტოლდებოდა და შეეძლო ელვის გამანადგურებელი მოქმედებისაგან დაეფარა 22 მეტრის რადიუსის მქონე ზონა. შემდგომში დივიშმა გამოიყენა 41.5 მეტრის სიმაღლის დანადგარი, რითაც უსაცრთხოების ზონის რადიუსი 60 მეტრამდე გაზარდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 60-66, თბ., 1980.
- Г. К. Цверава, Прокоп Дивиш, М.-Л., 1965.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- "Procopius Divisch" in Catholic Encyclopedia (Divis died December 25, not December 21 as claimed there)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Czech National Authority Database
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Vědecká knihovna v Olomouci REGO
- ↑ Dr. Constant v. Wurzbach Diwisch, Procop // Biographisches Lexikon des Kaiserthums Oesterreich: enthaltend die Lebensskizzen der denkwürdigen Personen, welche seit 1750 in den österreichischen Kronländern geboren wurden oder darin gelebt und gewirkt haben — Wien: 1856. — ტ. 3. — S. 324.
- ↑ Church record about birth and baptization - in the list marked by red dot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-12. ციტირების თარიღი: 2019-04-10.