პროკოპ დიდი
პროკოპ დიდი (ჩეხ. Prokop Veliký, ასევე პროკოპ ტიტველი ჩეხ. Prokop Holý; დ. დაახლ 1380 — 30 მაისი, 1434, ლიპანი) — ჰუსიტური მოძრაობის მოღვაწე. 1425 წლამდე ტაბორიტების მქადაგებელი, 1426 წლიდან – ტაბორიტების მთავარი პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელი. მეთაურობდა ჰუსიტების ჯარს გერმანიის იმპერატორის წინააღმდეგ უსტ-ნად-ლაბემთან ბრძოლაში (1426 წ.) და ჯვაროსნებთან ბრძოლაში. ჰუსიტების ლაშქრობათა (1427-1433 წწ.) ორგანიზატორი. ბაზელის საეკლესიო კრებაზე ხელმძღვანელობდა ჩეხეთის დელეგაციას. დაიღუპა ლიპანის ბრძოლაში.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 200.