პროვალის ყურე (რუს. Провал) — ყურე ბაიკალის ტბაში. მდებარეობს ბურიატეთში, მდინარე სელენგის დელტის სიახლოვეს. სამკუთხედის მოყვანილობისაა. ფართობი დაახლოებით 200 კმ², მაქსიმალური სიღრმე 5-6 მ.[1] 1861 წლის დეკემბერში მდინარე სელენგის რაიონში დაფიქსირდა ხმელეთის მნიშვნელოვანი დადაბლება, რომელიც ყურის წარმოქმნით დაგვირგვინდა. იმ დროს ბაიკალის წყლის ქვეშ მოექცა მდინარე სელენგის დელტის ჩრდილოეთი მონაკვეთი (წყლით დაიფარა დაახლოებით 190 კვადრატული კილომეტრი). მანამდე აღნიშნული იყო მიწისძვრა, რომელსაც თან სდევდა ძლიერი ვერტიკალური დარტყმა, რომელიც ნაპრალების შექმნით დასრულდა. სტეპი წყლით დაიფარა, 2 მეტრის სიმაღლის ყოფილი შადრევნებით. მეორე დღეს ბაიკალის წყლით დაიტბორა ყველა დადაბლებული მონაკვეთი ბორტოგოის სტეპამდე. სტეპის ადგილას კი 3 მეტრის სიღრმის პროვალის ყურე შეიქმნა.[2] ყურის ნაპირები დანაწევრებულია. აგებულებაში ჭარბობს ქვიშა და კენჭი. გარკვეული ნაწილი ტყითაა შემოსილი, ზოგან ჭაობებია. სიახლოვეს რამდენიმე დასახლებული პუნქტია. ნაპირთან გაშენებულია სოფელი დულანი.[3]

ბაიკალის ტბის რუკა. პროვალის ყურე ვრცელდება ტბის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე სელენგის დელტის სიახლოვეს.
  1. პროვალის ყურე - გაზეთი „კოპეიკა“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-06-26. ციტირების თარიღი: 2012-08-23.
  2. Верещагин Г.Ю. (1949). Байкал. Государственное издательство географической литературы. Москва, გვ. 3-226. 
  3. პროვალის ყურე. ბაიკალი – სივრცე. ნაპირების მიმოხილვა. კუნძულები. მდინარეები