პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი
პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი — პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების გალერეა, რომელიც მდებარეობს პრინსტონში, ნიუ ჯერსიში, აშშ-ში. დაარსდა 1882 წელს და ახლა მასში განთავსებულია 92,000-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში, რომლებიც დათარიღებულია ანტიკურობიდან თანამედროვე პერიოდამდე. პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი ეძღვნება ხელოვნების და კულტურის სფეროების სწავლებას, კვლევას და უნივერსიტეტის მიზნების მხარდაჭერას და გაძლიერებას, და ვიზიტორების მომსახურებას მთელი მსოფლიოდან. მისი კოლექციები კონცენტრირებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონზე, დასავლეთ ევროპაზე, ჩინეთზე, შეერთებულ შტატებსა და ლათინურ ამერიკაზე.
პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი | |
---|---|
40°20′49″ ჩ. გ. 74°39′28″ დ. გ. / 40.3472000° ჩ. გ. 74.6578000° დ. გ. | |
დაარსდა | 1882 წელს |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | პრინსტონი |
კლასიფიკაცია | ხელოვნების მუზეუმი |
ვიზიტორები | 200,000 [1] |
ოფიციალური საიტი | http://artmuseum.princeton.edu |
მუზეუმს აქვს ბერძნული და რომაული სიძველეების დიდი კოლექცია, მათ შორის კერამიკა, მარმარილო, ბრინჯაო და რომაული მოზაიკა, რომელიც მუზეუმმა მოიპოვა ანტიოქიაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. შუა საუკუნეების ევროპა წარმოდგენილია ქანდაკებით, ლითონის ნაწარმით და ვიტრაჟებით. დასავლეთ ევროპის ნახატების კოლექცია მოიცავს ადრეული რენესანსის ნიმუშებს მეცხრამეტე საუკუნემდე. მზარდია მეოცე საუკუნის თანამედროვე ხელოვნების კოლექცია. მუზეუმის ფოტოგრაფიული კოლექცია მეტად მნიშვნელოვანია, იგი ითვლის 27000 -ზე მეტ ნამუშევარს 1839 წელს დაგეროტიპის გამოგონებიდან დღემდე. მუზეუმი ასევე ცნობილია თავისი აზიური გალერეით, რომელიც მოიცავს ჩინური კალიგრაფიის, ფერწერის, ბრინჯაოს უძველეს ნამუშევრებს, ჟადეზე მოჩუქურთმებებს და ფაიფურის ნივთებს. კოლექციების გარდა, მუზეუმი რეგულარულად ატარებს დროებით გამოფენებს, სადაც წარმოდგენილია საკუთარი ჰოლდინგის ნამუშევრები, ასევე მსოფლიოს და კერძო კოლექციონირების ნამუშევრები.
მუზეუმში შესვლა უფასოა და ღიაა სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს და შაბათს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 5:00 საათამდე, ხუთშაბათს, 10:00 საათიდან საღამოს 9:00 საათამდე და კვირას 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.
მუზეუმის ახალი შენობა იმავე ადგილას აშენდება სამი წლის განმავლობაში, დავით აჯაიე იქნება არქიტექტორი.[2]
პრინსტონის უნივერსიტეტის ხელოვნების მუზეუმი არის ქალთა და მამაკაცთა ძეგლების მუზეუმების ქსელის ნაწილი, რომელიც შეიქმნა 2021 წელს ხელოვნების დაცვის ძეგლთა მამაკაცთა ფონდის მიერ.[3]
ისტორია
რედაქტირებადასაწყისი
რედაქტირებაპირველი ხელოვნების ნიმუში, რომელიც ეკუთვნის და ნაჩვენებია ნიუ ჯერსის კოლეჯში (დაერქვა პრინსტონის უნივერსიტეტი 1896 წელს) იყო ნიუ ჯერსიის პროვინციის გუბერნატორის ჯონათან ბელჩერის პორტრეტი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა კოლეჯის დაარსებაში. პორტრეტი იყო თავად ბელჩერის შემოწირულობა, რომელიც კოლეჯს იქამდე შემოწირა, სანამ კოლეჯს 1756 წელს ახლად აშენებულ ნასაუს დარბაზში გადაიტანდნენ. მას შეუერთდა მეფე ჯორჯ II- ის პორტრეტი, რომელსაც ასევე წვლილი მიუძღვის კოლეჯის დაარსებაში. ორივე პორტრეტი ეკიდა ცენტრალურ სალოცავ დარბაზში და ნაჩვენები იყო სხვადასხვა სიძველეებთან და ბუნების ისტორიის ობიექტებთან ერთად. პორტრეტები განადგურდა 1777 წლის პრინსტონის ბრძოლის დროს, სხვა საგნებები დაიკარგა 1802 წლის ნასაუს დარბაზის ხანძრის გამო, მაგრამ კოლეჯმა განაგრძო თავისი ვალდებულება, და ხელოვნების ნიმუშებისა და ისტორიული ნივთების შეგროვებას მიჰყო ხელი.
დაარსება
რედაქტირებახელოვნების მუზეუმის შექმნა უფრო ფორმალური გაგებით მოხდა ჯეიმზ მაკკოშის ხელმძღვანელობით, რომელიც 1868-1888 წლებში იყო ნიუ ჯერსის კოლეჯის პრეზიდენტი. შოტლანდიელმა მაკკოშმა ევროპიდან ჩამოიტანა ახალი პროგრესული აკადემიური დისციპლინები, მათ შორის ხელოვნების ისტორია. 1882 წლისთვის მაკკოშმა დააკისრა უილიამ კაუპერ პრაიმს, პრინსტონის კურსდამთავრებულსა და მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის დამფუძნებელ რწმუნებულს და ჯორჯ ბ. მაკკლელანს, სამოქალაქო ომის გენერალს და შემდეგ ნიუ ჯერსიის გუბერნატორს, რომ უნივერსიტეტში საგნის, ხელოვნების გეგმა შეედგინათ.
ალან მარკვანდი (1882 – 1922)
რედაქტირებამუზეუმი და ის, რაც ამჟამად ხელოვნებისა და არქეოლოგიის დეპარტამენტია, ოფიციალურად შექმნა 1882 წელს, ალან მარკვანდმა, რომელიც იყო ახალი განყოფილების პირველი ლექტორი და მუზეუმის დირექტორი. თანამდებობაზე დარჩა პენსიაზე გასვლამდე, 1922 წლამდე. მარკვანდი ადრე იყო კოლეჯში ლათინური ენისა და ლოგიკის ინსტრუქტორი და იყო ჰენრი გურდონ მარკვანდის ვაჟი, რომელიც კოლეჯის მთავარი ბენეფიციარი და მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მუზეუმის კოლექციები თავდაპირველად გამოიფინა ნასაუს დარბაზში, პროფესორ არნოლდ ჰენრი გაიოტის მზარდი ბუნების ისტორიის კოლექციასთან ერთად, რომლის ნაწილი ჯერ კიდევ გამოიფინება გაიოტ ჰოლში. ახალი ცეცხლგამძლე რომანული აღორძინების მუზეუმი შეიქმნა A. Page Brown-ის მიერ და დასრულდა 1890 წელს ახლანდელი მუზეუმის ადგილზე.
შენობის დასრულებისთანავე მუზეუმმა მიიღო უილიამ პრაიმისა და მისი მეუღლის თიხის ჭურჭლისა და ფაიფურის კოლექცია. იქამდე მუზეუმმა მეტროპოლიტენის მუზეუმიდან 1890 წელს შეიყიდა კვიპროსის ჭურჭლის დიდი კოლექცია და ასევე მუზეუმს დაემატა ეტრუსკული, რომაული და სამხრეთ იტალიური ჭურჭლის კოლექციები.
ფრენკ ჯევეტ მეტერ უმცროსი (1922-2013; 46)
რედაქტირებაფრენკ ჯევეტ მათერი შეუერთდა ფაკულტეტს 1910 წელს და 1922 წელს დაინიშნა მუზეუმის დირექტორად. ის იყო შუა საუკუნეების და რენესანსის ხელოვნების კოლექციონერი.
ლიტერატურა
რედაქტირება- Antonaras, Anastassios (January 8, 2013) Fire and Sand: Ancient Glass in the Princeton University Art Museum. Princeton, NJ: Princeton University Art Museum. ISBN 978-0300179811.
- Banner, Lisa A. (2012) Spanish Drawings in the Princeton University Art Museum. Princeton, NJ: Princeton University Art Museum. ISBN 978-0300149319.
- (December 30, 2013) Cézanne and the Modern: Masterpieces of European Art from the Pearlman Collection. Princeton, NJ: Princeton University Art Museum. ISBN 978-0300174403.
- Fong, Wen C. (1987) Images of the Mind: Selections from the Edward L. Elliott Family and John B. Elliott Collections of Calligraphy and Painting at the Art Museum, Princeton University. Princeton, NJ: Princeton University Art Museum. ISBN 978-0943012049.
- Giles, Laura M.; Van Cleave, Claire (May 20, 2014) Italian Master Drawings from the Princeton University Art Museum. Princeton, NJ: Princeton University Art Museum. ISBN 978-0300149326.
- Hughes, Michael (December 1, 2002) The Blair Bequest: Chinese Snuff Bottles from the Princeton University Art Museum. International Chinese Snuff Bottle Society. ISBN 978-9627502623.
- Kelleher, Patrick J. (1982) Living with Modern Sculpture: The John B. Putnam Jr. Memorial Collection. Princeton, NJ: Princeton University Art Museum.
- (2007) [[[:თარგი:Google book]] Pop Art: Contemporary Perspectives]. Princeton, NJ: Princeton University Art Museum. ISBN 978-0300122121.
- Ridgway, Brunilde Sismondo (June 13, 1994) Greek Sculpture in The Art Museum, Princeton University. Princeton, NJ: Princeton University Art Museum. ISBN 978-0943012162.
- Steward, James Christen (2013) Princeton University Art Museum Handbook of the Collections Revised and Expanded Edition, 2nd, Princeton, NJ: Princeton University Art Museum. ISBN 978-0943012414.
- Wilmerding, John; Foster, Kathleen (October 11, 2004) American Art in the Princeton University Art Museum: Volume 1: Drawings and Watercolors. Princeton, NJ: Princeton University Art Museum. ISBN 978-0300106060.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Annual Report.
- ↑ Ting, Isabel (September 18, 2018). „Architect selected for new University Art Museum“. Daily Princetonian.
- ↑ Monuments Men Foundation I World War II I Art Preservation I Museum Network Connections en.
- ↑ Steward.