„შპს პრიმა აუდიტი“ — აუდიტორული კომპანია, რომელმაც საქმიანობა 2007 წლის 11 ოქტომბრიდან დაიწყო და მოღვაწეობის რამდენიმეწლიანი პერიოდის მანძილზე სხვადასხვა სახის მომსახურება გაუწია 120-ზე მეტ ბიზნეს-კომპანიას, მათ შორის ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან საწარმოებს, როგორებიცაა შპს „ენგურჰესი“, სს „საქრუსენერგო“, შპს „თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, შპს „სოკარ გაზი-საქართველო“, შპს „საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, შპს „ვარდნილჰესების კასკადი“, სსიპ „საქენერგოგენერაცია“, შპს „ჯეოჰოსპიტალი“, სს „ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი“, შპს „საქტელერადიოცენტრი“, ჩხოროწყუს მარტვილის მუნიციპალიტეტები და სხვა.

დაარსების დღიდან, აუდიტორული კომპანია „პრიმა აუდიტს“ დაინტერესებულ პირებს აწვდის შემდეგი სახის მომსახურებებს: ფინანსური ანგარიშგების აუდიტი; საგადასახადო აუდიტორული შემოწმება; მენეჯმენტის აუდიტი; ბუღალტრული აღრიცხვა; საშემფასებლო მომსახურება; ბიზნესის და მოქალაქეების სამართლებრივი მომსახურება; ბიზნესის მართვა, ანალიზი, ეკონომიკური კვლევები და მონიტორინგი; სატრეინინგო მომსახურება და სხვა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება