პრილეპის სამეფო (სერბ. краљевство Прилеп მაკედ. Царство Прилеп ბულგ. Прилепско кралство) — ერთ-ერთი იმ სახელმწიფოთაგანი, რომელიც XIV საუკუნის დასასრულს მაკედონიის ტერიტორიაზე სტეფან დუშანის იმპერიის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა[1].

პრილეპის სამეფო
(სერბ. краљевство Прилеп
მაკედ. Царство Прилеп
ბულგ. Прилепско кралство)

 

1366 — 1395  

დროშა გერბი
დედაქალაქი პრილეპი
მმართველობის ფორმა მონარქია
დინასტია მრნიავჩევიჩები
პრილეპის ჟუპანი
 - 1350—1355 ვუკაშინ მრნიავჩევიჩი
პრილეპის დესპოტი
 - 1355—1365 ვუკაშინ მრნიავჩევიჩი
პრილეპის მეფე
 - 1365—1371 ვუკაშინ მრნიავჩევიჩი
 - 1371—1395 მარკო მრნიავჩევიჩი

სამეფოს სათავეში ედგა სერბული წარმოშობის დიდებული ვუკაშინ მრნიავჩევიჩი, რომელსაც 1350 წლიდან ეკავა პრილეპის ჟუპანის თანამდებობა. 1355 წელს, სტეფანე დუშანის გარდაცვალების შემდეგ, ვუკაშინმა მხარი დაუჭირა მეფე სტეფან უროშ V-ს, რომელმაც მას უბოძა დესპოტის ტიტული. 1365 წელს უროშმა იგი გამოაცხადა თავის თანამმართველად და მეფედ. 1366 წელს ვუკაშინი უკვე დამოუკიდებელი მმართველია..

1371 წელს ვუკაშინის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის მისი უფროსი შვილი მარკო მრნიავჩევიჩი[2][3]. ქვეყნის დედაქალაქი გახდა პრილეპი.[4] 1395 წელს, მარკოს სიკვდილის შემდეგ, სამეფოს ანექსირება მოახდინა ოსმალეთის იმპერიამ ბაიაზიდ I-ის ხელმძღვანელობით[5].