მარკო მრნიავჩევიჩი
მარკო მრნიავჩევიჩი (სერბ. Марко Мрњавчевић / Marko Mrnjavčević; [mâːrko mr̩̂ɲaːʋt͡ʃeʋit͡ɕ] დ. 1335 — გ. 17 მაისი, 1395) — კანონზე დაყრდნობით სერბეთის მეფე 1371-1975 წლებში, ფაქტობრივად კი მაკედონიის რეგიონის დასავლეთ ნაწილის მმართველი ქალაქ პრილეპის მიმდებარედ. ის ასევე ცნობილია, როგორც პრინცი მარკო (სერბ. Краљевић Марко / Kraljević Marko) და მეფე მარკო ((სერბ. Краљ Марко; ბულგ. Крали Марко; მაკედ. Kрaле Марко) სამხრეთის სლავების ზეპირსიტყვიერებაში. მარკო, როგორც მეფე ხალხში ძალიან პოპულარული გახდა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ოსმალეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში. მარკოს მამა, ვუკაშინი მეფე სტეფან უროშ V-ის თანამმართველი იყო, რომლის მმართველობას ახასიათებდა ცენტრალური ხელისუფლების შესუსტება და სერბეთის იმპერიის ეტაპობრივი დაშლა. ვუკაშინი ფლობდა მიწებს მაკედონიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილსა და კოსოვოში. 1370 ან 1371 წელს ვუკაშინმა მარკო „ახალგაზრდა მეფის“ გვირგვინით შეამკო. ამ ტიტულში მოიაზრებოდა ის, რომ მარკო სერბეთის ტახტზე უშვილო უროშს ჩაანაცვლებდა.
მარკო მრნიავჩევიჩი | |
---|---|
სერბ. Марко Мрњавчевић Marko Mrnjavčević | |
მარკოს ფრესკა მარკოს მონასტრის შესასვლელში, სკოპიეს მახლობლად. ის ამ მონასტრის ქტიტორი იყო. | |
მმართ. დასაწყისი: | 1371 |
მმართ. დასასრული: | 1395 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახ. 1335 |
გარდ. თარიღი: | 17 მაისი, 1395 |
გარდ. ადგილი: | როვინიე, ვლახეთი (ამჟამად რუმინეთი) |
მეუღლე: | ელენა, ჰლაპენის ასული |
დინასტია: | მრნიავჩევიჩი |
მამა: | ვუკაშინ მრნიავჩევიჩი |
დედა: | ალენა |
თანამედროვე კულტურაში
რედაქტირებაXIX საუკუნეში პრინცი მარკოს შესახებ მრავალი ნაწარმოები შეიქმნა. ერთ-ერთი ასეთია 1831 წელს შექმნილი უნგრული პიესა პრინცი მარკო, რომელიც, სავარაუდოდ, ისტვან ბალოგმა შექმნა.[1] ის პირველად დაიდგა ქალაქ ბუდაში 1838 წელს, ხოლო ცელეშტინ პერგოს უნგრული დრამა პრინცი მარკო – დიდებული სერბი გმირი პირველად არადში დაიდგა.[1] 1848 წელს იოვან სტერია პოპოვიჩმა დაწერა ტრაგედია სახელწოდებით: პრინცი მარკოს ოცნება, რომლის მთავარ მოტივს მძინარე მარკოს შესახებ ლეგენდა წარმოადგენს. პეტარ პრერადოვიჩმა დაწერა დრამა კრალიევიჩ მარკო, სადაც განადიდებს სამხრეთ სლავურ ძალას. 1863 წელს ფრანჩესკო დალ'ონგარომ წარადგინა თავისი იტალიური დრამა პრინცი მარკოს აღდგომა.[1]
სერბეთის ეპიკურ თუ ისტორიული მოღვაწეებს შორის მარკო მრნიავჩევიჩმა ყველაზე მეტად შთააგონა სახვითი ხელოვნების წარმომადგენლები.[2] მის შესახებ ნამუშევრები შეუქმნია 87 ხელოვანს..[3] მისი უძველესი ცნობილი გამოსახულება მე-14 საუკუნით თარიღდება და მარკოს მონასტრისა და პრილეპის ფრესკებს წარმოადგენს.[4][5] პრინცი მარკოს მე-18 საუკუნით დათარიღებული გამოსახულება აღმოჩენილია ჩაინიჩეს სახარებაში, შუა საუკუნეებით დათარიღებულ პერგამენტის ხელნაწერში. ის ეკუთვნის სერბეთის მართლმადიდებელ ეკლესიას და მდებარეობს ბოსნიის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩაინიჩეში. ნახაზი მარტივია და მასზე მარკო წმინდანადაა გამოსახული,[6] ერთი შეხედვით სტეჩკებს წააგავს.[7] ვუკ კარაჯიჩმა დაწერა, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს, ბავშვობაში, ნახა მარკოს ნახატი, სადაც პრინცს ხარი ჰყავდა მხრებზე შემოსმული.[8]
XIX საუკუნის ლითოგრაფიული ნამუშევრები, სადაც პრინცი მარკოა გამოსახული შექმნეს ანასტასიე იოვანოვიჩმა,[9] ფერდო კიკრეცმა[7] და სხვებმა. იმ ხელოვანებს შორის, რომლებმაც მარკო მრნიავჩევიჩი მე-19 საუკუნის განმავლობაშ დახატეს არიან: მინა კარადჯიჩი,[9] ნოვაკ რადონიჩი[10] და ჯურა იაკშიჩი.[10] XX საუკუნის ხელოვანებს შორისაა: ნადეჟდა პეტროვიჩი,[11] მირკო რაჩკი,[12] უროშ პრედიჩი[13] და პაია იოვანოვიჩი.[13] მარკოს ქანდაკება შექმნა ივან მეშტროვიჩმა, ეს სკულტურა ასევე გამოსახული იყო იუგოსლავიის ბანკნოტებსა და შტამპებზე.[14] თანამედროვე ილუსტრატორებს შორის, რომლებმაც მარკოს შესახებ ნამუშევრები შექმნეს არიან: ალექსანდ ქეი, ალექსანდრ კლასი, ზუკო დჟუმჰური, ვასა პომორიშაცი და ბანე კერაცი.[3]
პრინცი მარკო და მისი ხანჯალი ასევე გახდნენ ინსპირაციის წყარო სერბეთის თანამედროვე ჰიმნისთვის. სიმღერა აღებულია თეატრალური ნაწარმოებიდან „მარკოვა საბლია“, რომელიც სერბეთში 1872 წელს იყო პოპულარული.
მრავალი ნამუშევრის მოტივია: მარკო და დედამისი, მარკო და შარაცი, მარკო ისვრის ისარს, მარკოს გზები გაჰყავს, მარკო და მუსა ჩხუბობენ და მარკოს გარდაცვალება.[15] ასევე ზოგიერთმა ხელოვანმა სცადა მარკოს რეალისტური პორტრეტის შექმნა ფრესკების საფუძველზე.[4] 1924 წელს პრილეპის ლუდსახარშმა შექმნა მსუბუქი ლუდის ახალი სახეობა „კრალი მარკო“ (სიტყვასიტყვით: პრინცი მარკო).[16]
ლიტერატურა
რედაქტირება- Bogišić, Valtazar (1878). Народне пјесме: из старијих, највише приморских записа [Folk poems: from older records, mostly from the Littoral] (in Serbian). 1. The Internet Archive.
- Ćirković, Sima (2004). The Serbs. Malden: Blackwell Publishing.
- Vladimir Ćorović (November 2001). Историја српског народа [History of the Serbian People] (in Serbian). Project Rastko.
- Deretić, Jovan (2000). Кратка историја српске књижевности [Short history of Serbian literature] (in Serbian). Project Rastko.
- Dvornik, Francis (1962). The Slavs in European History and Civilization. New Brunswick, New Jersey: Rutgers University Press.
- Fajfrić, Željko (7 December 2000). Котроманићи (in Serbian). Project Rastko.
- Fine, John Van Antwerp Jr. (1994). The Late Medieval Balkans: A Critical Survey from the Late Twelfth Century to the Ottoman Conquest. Ann Arbor, Michigan: University of Michigan Press.
- Fostikov, Aleksandra (2002). "О Дмитру Краљевићу [About Dmitar Kraljević]" (in Serbian). Историјски часопис [Historical Review] (Belgrade: Istorijski institut) 49. ISSN 0350-0802.
- Gavrilović, Zaga (2001). Studies in Byzantine and Serbian Medieval Art. London: The Pindar Press.
- Momirović, Petar (1956). „Stari rukopisi i štampane knjige u Čajniču“ [Old manuscripts and printed books in Čajniče] (PDF). Naše starine (სერბული). Sarajevo: Zavod za zaštitu spomenika kulture Press. 3.
- Nicol, Donald M. (1993). The Last Centuries of Byzantium, 1261-1453. Cambridge: Cambridge University Press.
- Nicol, Donald M. (1996). The Reluctant Emperor: A Biography of John Cantacuzene, Byzantine Emperor and Monk, c. 1295-1383. Cambridge: Cambridge University Press.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პრინცი მარკოს ბალადები, დავიდ ჰალიბურტონ ლოუს თარგმანი (1922)
- სერვიას გმირული ბალადები, ჯორჯ რაპალ ნოიესისა და ლეონარდ ბექონის თარგმანი (1913)
- მაკედონიური სიმღერები დაარქივებული 2007-12-23 საიტზე Wayback Machine. , ზღაპრები დაარქივებული 2009-02-08 საიტზე Wayback Machine. and ლეგენდები დაარქივებული 2009-02-08 საიტზე Wayback Machine. მარკოს შესახებ (მაკედონიურად)
- ბულგარული ბალადები (დამატებითი ინფორმაცია) და ლეგენდები მარკოს შესახებ (ბულგარულად)
- მარკო, მეფის ვაჟი: სერბთა გმირი კლარენს მენინგის მიერ (1932)
- პოემა, „პრინცი მარკო და ვილა“
- „პრინცი მარკო და მუსა კესედჯია“ დასკვნა
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Šarenac 1996, p. 26
- ↑ Šarenac 1996, p. 06
- ↑ 3.0 3.1 Šarenac 1996, p. 02
- ↑ 4.0 4.1 Šarenac 1996, p. 05
- ↑ Serbian Medieval Royal Attire (2006-11-21). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-29. ციტირების თარიღი: 2011-06-27
- ↑ Momirović 1956, p. 176
- ↑ 7.0 7.1 Šarenac 1996, p. 27
- ↑ Karadžić 1852, pp.345–6, s.v. "Марко Краљевић".
- ↑ 9.0 9.1 Šarenac 1996, p. 44
- ↑ 10.0 10.1 Šarenac 1996, p. 45
- ↑ Šarenac 1996, p. 28
- ↑ Šarenac 1996, p. 24
- ↑ 13.0 13.1 Šarenac 1996, p. 46
- ↑ Šarenac 1996, p. 33
- ↑ Šarenac 1996, p. 6–14
- ↑ Krali Marko. Prilep Brewery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-15. ციტირების თარიღი: 2011-06-28