ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პრაბოვო სუბიანტო (დ. 17 ოქტომბერი, 1951) — ინდონეზიელი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი და გადამდგარი გენერალი, რომელიც 2024 წლის 20 ოქტომბრიდან ინდონეზიის მერვე პრეზიდენტი გახდა. მანამდე 2019-2024 წლებში ჯოკო ვიდოდოს მთავრობაში თავდაცვის 26-ე მინისტრი იყო. პრაბოვო ინდონეზიის მესამე პრეზიდენტია სამხედრო წარსულით სუჰარტოსა და სუსილო ბამბანგ იუდჰოიონოს შემდეგ. იგი ცნობილია როგორც მემარჯვენე ნაციონალისტი. იგი პირველი პრეზიდენტია, რომელსაც მეუღლე არ ჰყავს, აგრეთვე იგი არის პრეზიდენტი ყველაზე ნაკლები შვილების რაოდენობით (ჰყავს ერთი შვილი).

პრაბოვო სუბიანტო
ინდონ. Prabowo Subianto Djojohadikusumo
დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1951(1951-10-17) (73 წლის)
დაბადების ადგილი ჯაკარტა
მოქალაქეობა  ინდონეზია
განათლება Military Academy, The American School in London და Victoria Institution[1]
მამა Soemitro Djojohadikoesoemo
დედა Dora Marie Sigar
მეუღლე/ები Titiek Suharto
შვილ(ებ)ი Didit Hediprasetyo
ჯილდოები Grand Commander of the Exalted Order of Malacca[2] , Tatler 500 Indonesia[3] , Asia's Most Influential Indonesia[4] , ღირსების ორდენი, Royal Order of Sahametrei, ზაიდის ორდენი, Star of the Republic of Indonesia, Bintang Mahaputera, Bintang Sakti, Order of Military Merit და მზის ორდენი
prabowosubianto.info

პრაბოვო სუბიანტომ 1970 წელს დაამთავრა ინდონეზიის სამხედრო აკადემია და ძირითადად სპეციალურ ძალებში მსახურობდა მანამ, სანამ 1998 წელს სტრატეგიული რეზერვის სარდლობას სათავეში არ ჩაუდგა. იმავე წელს სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს და შემდგომ შეუზღუდეს აშშ-ში შესვლა ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევების გამო.[5][6][7][8][9]

2008 წლის დასაწყისში, პრაბოვოს შიდა წრემ დააფუძნა პარტია გერინდრა. 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან უშედეგოდ იბრძოლა ვიცე-პრეზიდენტობისთვის მეგავატი სუკარნოპუტრის გვერდით.[10] მან გაასაჩივრა 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნები,[11] სადაც დამარცხდა იაკარტის გუბერნატორ ჯოკო ვიდოდოსთან.[12] 2019 წელს მან კვლავ უშედეგოდ იბრძოლა საპრეზიდენტო პოსტისთვის ჯოკო ვიდოდოს წინააღმდეგ, სანდიაგა უნოს გვერდით, გერინდრა პარტიის, სამართლიანობის კეთილდღეობის პარტიის, ეროვნული მანდატის პარტიის, დემოკრატიული პარტიისა და ბერკარია პარტიის მხარდაჭერით.[13][14] მან უარი განაცხადა შედეგების აღიარებაზე, რამაც გამოიწვია მისი მხარდამჭერების საპროტესტო აქციები, რომლებმაც ჯაკარტაში მსხვერპლით დასრულებული არეულობები გამოიწვია.[15] თუმცა, დაძაბული შეჯიბრების შემდეგ, პრაბოვო სუბიანტო შეუერთდა ჯოკო ვიდოდოს მთავრობას და 2019-2024 წლებში თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ეკავა.[16]

2021 წლის 10 ოქტომბერს, გერინდრამ პრაბოვო წარადგინა 2024 წლის ინდონეზიის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად.[17] 2022 წლის 12 აგვისტოს პრაბოვომ მიიღო გერინდრას წარდგენა.[18] 2024 წლის 14 თებერვალს პრაბოვომ გამარჯვება გამოაცხადა, რაც წინასწარმა არაოფიციალურმა გამოკითხვებმა დაადასტურა, რომლებიც მას ხმების პირველივე რაუნდში გამარჯვებას უდასტურებდა.[19] 20 მარტს, გენერალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა შედეგები და გამოაცხადა იგი ინდონეზიის არჩეულ პრეზიდენტად.[20] საკონსტიტუციო სასამართლომ მისი სტატუსი 2024 წლის 22 აპრილს დაადასტურა.[21][22][23] პრაბოვო ინდონეზიის მერვე პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 20 ოქტომბერს შეუდგა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

პრაბოვო დაოჯახებული იყო ტიტიეკ სუჰარტოზე, ინდონეზიის ყოფილი პრეზიდენტის სუჰარტოს ქალიშვილზე, მაგრამ წყვილი მალევე გაშორდა სუჰარტოს დაცემის შემდეგ 1998 წელს. იმ პერიოდში პრაბოვო თვლიდა თავს სუჰარტოს შესაძლო მემკვიდრედ და რეჟიმის მტკიცე მხარდამჭერად დარჩა მის დაცემამდე.[24]

პრაბოვო კატების მოყვარულია და ჰყავს კატა, სახელად ბობი კერტანეგარა. ბობი პრაბოვომ გზიდან შეიფარა შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ და ხშირად ჩნდებოდა იმ შეხვედრებზე, რომლებიც პრაბოვოს საცხოვრებელ რეზიდენციაში ტარდებოდა. კატის გარდა, მას ყავს 18 ცხენი მთის სახლში ჯონგოლის მთებში, ბოჯონგ-კონენგში, ბოგორის რაიონში და ხშირად იწვევს სტუმრებს ცხენებზე საჯირითოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჯოკოვი და გიბრანი სტუმრობენ. ერთხელ მან თავისი ცხენი კამპანიის შეხვედრაზეც კი წაიყვანა.[25]

პრაბოვო ჩვეულებრივ ატარებს ხაკისფერ ტანსაცმელს მრავალი ჯიბით. თავად აცხადებს, რომ ეს კოსტიუმი პრაქტიკული მიზეზების გამო მოსწონს. პრაბოვო მას ხშირად ატარებს მას შემდეგ, რაც 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეგავატისთან ერთად იყო წარდგენილი.[26]

2018 წლის ინტერვიუში პრაბოვომ განაცხადა, რომ იყო ისლამის მიმდევარი ნაციონალისტური შეხედულებებით და დაამატა, რომ მას არასაკმარისი ცოდნა აქვს ისლამზე.[27]

  1. https://www.nst.com.my/news/nation/2019/11/538880/prabowo-recalls-childhood-days-kl
  2. Saat Prabowo Dianugerahi Gelar Kehormatan Datuk Seri Darjah Gemilang Seri Melaka
  3. https://web.archive.org/web/20221104070656/https://indonesiatatler.com/tatler-list/500list?feed=json&limit=1000&offset=0
  4. https://www.tatlerasia.com/people/prabowo-subianto
  5. Ratcliffe, Rebecca; Hariandja, Richaldo (2024-02-14). „Indonesia election: minister dogged by rights abuse claims 'takes early lead'. The Guardian (ინგლისური). ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 February 2024. ციტირების თარიღი: 2024-02-14.
  6. Slater, Dan (2024). „Indonesia's High-Stakes Handover“. Journal of Democracy. 35 (2): 40–51. doi:10.1353/jod.2024.a922832. ISSN 1086-3214.
  7. „Prabowo Looks to Win Indonesia Presidency: What to Know“. TIME (ინგლისური). 2024-02-14. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 February 2024. ციტირების თარიღი: 2024-02-14.
  8. Paddock, Richard C. (2020-10-14). „Indonesian Defense Chief, Accused of Rights Abuses, Will Visit Pentagon“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 October 2020. ციტირების თარიღი: 2024-02-14.
  9. KPU Resmi Tetapkan Prabowo-Gibran Menang Pilpres 2024 id-ID. ციტირების თარიღი: 2024-03-21
  10. PDI-P hails Prabowo as Megawati's running mate. The Jakarta Post.
  11. Prabowo Runs for President (22 November 2011). ციტირების თარიღი: 23 November 2011
  12. „Jakarta governor Widodo wins Indonesian presidential election“. Indonesia News.Net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 October 2014. ციტირების თარიღი: 23 July 2014.
  13. „Dihadiri AHY, Prabowo-Sandiaga Uno resmi mendaftar di KPU“. BBC News Indonesia (ინდონეზიური). 10 August 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 August 2018. ციტირების თარიღი: 26 August 2018.
  14. Ghaliya, Ghina (21 May 2019). „KPU names Jokowi winner of election“. The Jakarta Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 May 2019. ციტირების თარიღი: 23 May 2019.
  15. Barker, Anne (22 May 2019). „Prabowo Subianto's loss in Indonesia's election sparks deadly protests in Jakarta“. ABC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 May 2019. ციტირების თარიღი: 23 May 2019.
  16. „Prabowo jadi menteri pertahanan, pengamat militer: Pandangannya 'berbahaya'. BBC News Indonesia (ინდონეზიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 December 2023. ციტირების თარიღი: 2023-12-08.
  17. Sekjen Gerindra: Insyaallah Prabowo Maju Pilpres 2024 id-ID (2021-10-10). ციტირების თარიღი: 2021-10-10
  18. Teresia, Ananda; Lamb, Kate; Suroyo, Gayatri (12 August 2022). Kapoor, Kanupriya (ed.). „Indonesia defence minister Prabowo accepts party's nomination to run for president“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2022. ციტირების თარიღი: 13 August 2022.
  19. „Indonesia election 2024: Prabowo Subianto hails 'victory for all Indonesians' as early counts show him in lead with 58%“. South China Morning Post. 15 February 2024. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 February 2024. ციტირების თარიღი: 16 February 2024.
  20. Pemilu 2024: KPU umumkan Prabowo-Gibran raih suara terbanyak, bagaimana nasib dugaan kecurangan? id (2024-03-19). ციტირების თარიღი: 2024-03-20
  21. Rahmawati, Dwi; Sari, Brigitta Belia Permata; Muliawati, Anggi. MK Tolak Gugatan Sengketa Pilpres 2024 dari Anies-Cak Imin! id-ID. ციტირების თარიღი: 2024-04-22
  22. Sari, Brigitta Belia Permata; Rahmawati, Dwi; Muliawati, Anggi. MK Juga Tolak Gugatan Hasil Pilpres 2024 dari Ganjar-Mahfud! id-ID. ციტირების თარიღი: 2024-04-22
  23. Emir Yanwardhana. MK Tolak Gugatan Anies-Ganjar, Kapan Prabowo Ditetapkan Jadi Presiden? id-ID. ციტირების თარიღი: 2024-04-22
  24. Tehusijarana, Karina M.. (2018-12-06) Prabowo answers all your burning questions in his little blue book The questions answered ranged from Prabawo's alleged involvement in human rights violations to his love of horses.. The Jakarta Post. ციტირების თარიღი: 2024-10-20
  25. Antara Kampanye Kuda dan Prabowo (2014-05-04). ციტირების თარიღი: 16 February 2024
  26. Hantoro, Juli. (2013-10-26) Soal Pakaian Khasnya, Ini Kata Prabowo id. ციტირების თარიღი: 2024-02-16
  27. Erwanti, Marlinda Oktavia. Prabowo: Ilmu Islam Saya Kurang, tapi... id-ID. ციტირების თარიღი: 2024-03-13