გიბრან რაკაბუმინგ რაკა
გიბრან რაკაბუმინგ რაკა (დ. 1 ოქტომბერი, 1987) — ინდონეზიელი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი, ინდონეზიის მე-14 ვიცე-პრეზიდენტი. იგი ასევე იყო სურაკარტას მერი. გიბრან რაკაბუმინგ რაკა ინდონეზიის მე-7 პრეზიდენტის ჯოკო ვიდოდოს უფროსი შვილია. 2024 წლის ინდონეზიის საპრეზიდენტო არჩევნებში, მან პრაბოვო სუბიანტოსთან ერთად ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად იყო წარდგენილი.
გიბრან რაკაბუმინგ რაკა | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 ოქტომბერი, 1987[1] (37 წლის) |
დაბადების ადგილი | სურაკარტა |
მოქალაქეობა | ინდონეზია |
განათლება | Orchid Park Secondary School და Management Development Institute of Singapore |
მამა | ჯოკო ვიდოდო |
დედა | Iriana |
მეუღლე/ები | Selvi Ananda |
შვილ(ებ)ი | Jan Ethes Srinarendra და La Lembah Manah |
გიბრანმა პირველი ცხრა სასწავლო წელი სურაკარტაში გაატარა, შემდეგ კი სინგაპურში გადავიდა, სადაც ორქიდეის პარკის საშუალო სკოლაში სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ სურაკარტის მერი მცირე ხნით იყო გიბრანის გავლენა ქალაქზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რის გამოც 2021 წელს იგი ყველაზე პოპულარული მერი გახდა „ინდონეზიის ინდიკატორის“ თანახმად.[2][3]
გიბრანის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატურის წამოყენებამ 36 წლის ასაკში უამრავი ურთიერთსაწინააღმდეგო ვერსიები გამოიწვია. საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც მისი ბიძა ანვარ უსმანი ხელმძღვანელობდა, მას კანდიდატობის საშუალება მისცა გამონაკლისის დაშვების გზით. გენერალურ საარჩევნო კომისიას ეთიკის დარღვევის ბრალდება წაუყენეს იმის გამო, რომ გიბრანი ასაკობრივი ცენზის შეცვლამდე დაარეგისტრირეს. მიუხედავად ამისა, პრაბოვო და გიბრანი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულები გახდნენ, რომლებმაც დაახლოებით 96 მილიონი ხმა (59 %) მოიპოვეს.
ბიოგრაფია
რედაქტირებაგიბრანი დაიბადა სურაკარტაში, ცენტრალურ იავაში, 1987 წლის 1 ოქტომბერს, როგორც ჯოკო ვიდოდოსა და ირიანას უფროსი შვილი. გიბრანმა პირველი ცხრა სასწავლო წელი სურაკარტაში გაატარა, შემდეგ კი სინგაპურში გადავიდა, სადაც ორქიდეის პარკის საშუალო სკოლაში სწავლობდა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, გიბრანმა სწავლა გააგრძელა UTS Insearch-ში, რომელიც წარმოადგენს მოსამზადებელ კურსებს უცხოელი სტუდენტებისთვის, ვისაც სურს სიდნეის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში სწავლა, თუმცა გადაწყვიტა სინგაპურში დაბრუნება და კოლეჯის საბაკალავრო განათლების მიღება. 2010 წელს მან მიიღო დიპლომი სინგაპურის მართვის განვითარების ინსტიტუტიდან, ბრედფორდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად მიიღო ბაკალავრის ხარისხი.
საპრეზიდენტო არჩევნები
რედაქტირება2022 წლის ბოლოს ჯოკოვის რამდენიმე მხარდამჭერმა ჯგუფმა გიბრანი 2024 წლის ინდონეზიის საპრეზიდენტო არჩევნების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა.[4][5] იმ დროს, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ კანდიდატი უნდა ყოფილიყო 40 წლის ზემოთ, მაშინ როცა გიბრანი არჩევნების დროს 37 წლის იქნებოდა.[6] გიბრანის კანდიდატურის დასაშვებად ინდონეზიის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელსაც გიბრანის ბიძაშვილი ანვარ უსმანი ხელმძღვანელობდა, 2023 წლის 17 ოქტომბერს მიიღო სადავო გადაწყვეტილება, რომელმაც დაამატა გამონაკლისი კანდიდატის მინიმალური ასაკის მოთხოვნაში.[7] სამი დღის შემდეგ, 2023 წლის 21 ოქტომბერს, გოლკარის პარტიამ, რომელიც პრაბოვო სუბიანტოს კოალიციის ნაწილი იყო, გიბრანი პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ კიდევ ინდონეზიის ბრძოლის დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.[8]
პრაბოვომ გიბრანი თავის ოფიციალურ თანაშემწედ მომდევნო დღეს გამოაცხადა.[9] გიბრანი გამოცხადებაზე არ იყო, რადგან სურაკარტაში მერის სამუშაოს ასრულებდა.[10] შემდეგ დღეს მან წერილი გაუგზავნა თავის მამას, პრეზიდენტს, ნებართვის მოსაპოვებლად.[11]
გენერალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობა ეთიკის დარღვევაში ამხილეს გიბრანის ვიცე-პრეზიდენტად რეგისტრაციის გამო, რადგან იგი საარჩევნო კომისიამ ასაკობრივი მინიმუმის შეცვლამდე დაარეგისტრირეს.[12]
14 თებერვლის არჩევნების შემდეგ, პრაბოვო და გიბრანი ეგზიტპოლებმა გამარჯვებულად გამოაცხადეს საშუალოდ 57 %-იანი მაჩვენებლით, ანიეს-მუჰაიმინისთან (საშუალოდ 27 %) და განჯარ-მაჰფუდთნ შედარებით (საშუალოდ 16 %). პროცენტული მაჩვენებელი მიუთითებდა იმაზე, რომ პრაბოვო და გიბრანი პირველსავე რაუნდში გაიმარჯვებდნენ.[13]
გიბრანი ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 2024 წლის 20 ოქტომბერს შეუდგა. იგი გახდა ინდონეზიის ყველაზე ახალგაზრდა ვიცე-პრეზიდენტი 37 წლისა და 19 დღის ასაკში.[14]
პირადი ცხოვრება
რედაქტირება2015 წლის 11 ივნისს გიბრანი დაქორწინდა სელვი ანანდაზე, რომელიც 2009 წლის „მის სოლოს“ სილამაზის კონკურსის გამარჯვებული იყო. მათ ერთმანეთი გაიცნეს, როდესაც გიბრანი აღნიშნული კონკურსის ჟიურის წევრი იყო.[15][16] წყვილის პირველი შვილი, ვაჟი სახელად ჯან ეტეს სრინარენდრა, 2016 წლის 10 მარტს დაიბადა.[17] 2019 წლის 15 ნოემბერს გიბრანის მეუღლემ სურაკარტის მუჰამადიას საავადმყოფოში ქალიშვილი გააჩინა, გოგოს ლა ლემბა მანაჰი დაარქვეს.[18][19]
გიბრანი ბარსელონის საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარია და ამბობს, რომ გუნდის გრძელვადიანი მხარდამჭერია.[20] 2020 წლის აგვისტოში, მერის პოსტზე საარჩევნო კამპანიის დროს, მან ონლაინვარჯიშის სესიაში გუნდის მაისური ჩაიცვა.[21] გიბრანის საყვარელი ანიმე სერიალებია „დემონთა მოსპობა: კიმეც ნო იაიბა“ და „ტიტინის თავგადასავლები“, თუმცა მედიაში გამოსვლისას ხშირად იყენებს „ნარუტოს“.[22][23][24]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ pilkada2020 website
- ↑ Nurawan, Muhammad Rizky; Mahendra, Rendi (22 November 2023). „Profil dan Prestasi Gibran Rakabuming Raka sebagai Wali Kota Solo“. Bisnis.com (ინდონეზიური). ციტირების თარიღი: 14 February 2024.
- ↑ Tan, Min-Wei (21 November 2023). „Indonesia VP candidate Gibran accused of faking education, shows degree received at S'pore MDIS as proof“. Mothership. ციტირების თარიღი: 22 January 2024.
- ↑ NV, Tara Wahyu (8 February 2023). „Gibran Masuk Bursa Cawapres Musra Relawan Jokowi: Umure Ra Cukup“. detikjateng (ინდონეზიური). ციტირების თარიღი: 21 October 2023.
- ↑ „Gibran Masuk Bursa Cawapres Hasil Musra Relawan Jokowi Asia Timur“. CNN Indonesia (ინდონეზიური). 30 November 2022. ციტირების თარიღი: 21 October 2023.
- ↑ „Gibran Tak Memenuhi Syarat Maju Pilpres 2024, Ini Penyebabnya“. SINDOnews Nasional (ინდონეზიური). 16 February 2021. ციტირების თარიღი: 21 October 2023.
- ↑ Mutiara, Aulia (17 October 2023). „Putusan MK: Gibran & 12 Kepala Daerah Ini Bisa Maju Cawapres“. CNBC Indonesia (ინდონეზიური). ციტირების თარიღი: 21 October 2023.
- ↑ „Golkar Resmi Usung Gibran Rakabuming Jadi Cawapres Prabowo“. CNN Indonesia (ინდონეზიური). 21 October 2023. ციტირების თარიღი: 21 October 2023.
- ↑ „Prabowo Resmi Umumkan Gibran Rakabuming Raka Jadi Cawapres“. KOMPAS.com (ინდონეზიური). 22 October 2023. ციტირების თარიღი: 22 October 2023.
- ↑ ANUGRAHANTO, NINO CITRA. (2023-10-23) Tak Hadir Saat Pengumuman Bakal Cawapres, Gibran ke Mana? id. ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ Gibran Surati Jokowi Minta Izin Maju Jadi Cawapres id (2023-10-24). ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ KPU found guilty of ethics breach in handling of Gibran VP bid - Politics en. ციტირების თარიღი: 2024-02-12
- ↑ Quick count Pemilu 2024: Hasil Hitung Cepat dan Real Count en. ციტირების თარიღი: 2024-06-05
- ↑ Prabowo-Gibran dilantik menjadi presiden dan wapres Indonesia id-ID (20 October 2024). ციტირების თარიღი: 20 October 2024
- ↑ Wahyuningsih, Merry; Priherdityo, Endro. (2015-06-11) Sah! Gibran Rakabuming Resmi Jadi Suami Selvi Ananda id-ID. CNN Indonesia. ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ Mengenal Calon Menantu Jokowi, Selvi Putri Solo dari Kalangan Jelata id-ID. ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ „Cucu Jokowi Diberi Nama Jan Ethes Srinarendra, Ini Artinya“. Tribunnews.com (ინდონეზიური). 11 March 2016. ციტირების თარიღი: 12 October 2019.
- ↑ Selamat, Anak Kedua Gibran Rakabuming dan Selvi Ananda Lahir id. Liputan6.com (2019-11-15). ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ Isnanto, Bayu Ardi. Cucu Ketiga Jokowi Bernama La Lembah Manah, Ini Dia Artinya id-ID. ციტირების თარიღი: 2023-12-22
- ↑ Fans Barcelona, Gibran Rakabuming Mengaku Sedih Bayern Muenchen Juara Liga Champions (2020-08-24). ციტირების თარიღი: 2024-02-16
- ↑ Klub Bola Favorit Capres-Cawapres: Manchester United, Barcelona dan Persija (2023-10-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-02-16. ციტირების თარიღი: 2024-02-16
- ↑ Gibran ganti baju jadi pakai jaket Naruto saat debat cawapres (2024-01-21).
- ↑ Bikin Salfok, Gibran Rakabuming Pakai Background Anime saat Wawancara TV. ციტირების თარიღი: 2024-02-16
- ↑ Purnama, Safira Dewi. (16 November 2023) Gibran Unggah Foto Sasuke dan Boruto di Platform X, Warganet: Negeri Konoha Memang Nyata.