სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პოტენციალი (მრავალმნიშვნელოვანი).

პოტენციალი (<ლათ. potentia — ძალა) — საშუალებები, წყაროები, მარაგი, რომელთა მობილიზაცია და ამოქმედება შესაძლებელია მიზნის მისაღწევად, გეგმის განსახორციელებლად, ამოცანის გადასაწყვეტად. ერთი პიროვნების, საზოგადოების, სახელმწიფოს შესაძლებლობანი გარკვეულ დარგში. მაგ.: ეკონომიკური პოტენციალი, მოქმედების პოტენციალი და სხვ.

მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და მეცნიერების სხვა დარგებში ტერმინ „პოტენციალს“ სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ფიზიკაში იგი იქნება სიდიდე, რომელიც აღწერს ვექტორული ხასიათის ფიზიკური ველების ფართო კლასს. ქიმიაში კი იქნება — თერმოდინამიკური ფუნქცია.

ლიტერატურა

რედაქტირება