პორტ-პირი
პორტ-პირი (ინგლ. Port Pirie) — ქალაქი ავსტრალიაში, სამხრეთ ავსტრალიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 13 819 ადამიანს[1]. პორტ-პირი 224 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ ადელაიდას. დაარსდა 1845 წელს. გაშენებულია სპენსერის ყურის ნაპირებზე. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი შეადგენს 344,4 მმ-ს.
ქალაქი | |
---|---|
პორტ-პირი ინგლ. Port Pirie | |
ქვეყანა | ავსტრალია |
შტატი | სამხრეთი ავსტრალია |
კოორდინატები | 33°11′09″ ს. გ. 138°11′00″ ა. გ. / 33.18583° ს. გ. 138.18333° ა. გ. |
დაარსდა | 1845 |
ცენტრის სიმაღლე | 4 მ |
მოსახლეობა | 13 819 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+9:30 |
საფოსტო ინდექსი | 5540 |
ოფიციალური საიტი | https://www.pirie.sa.gov.au/ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ მოსახლეობის აღწერა (2011 წელი). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2015-02-22.