პორტალი:ჯვაროსნული ლაშქრობები/რჩეული სტატია/იანვარი

ტრიპოლის საგრაფო (1109-1289) — უკანასკნელი ჯვაროსნული სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში. დაარსდა ლევანტში, დღევანდელი ტრიპოლის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ლიბანის და სირიის დასავლეთ მხარეს, ადგილობრივი ქრისტიანი, დრუზი და მუსლიმური მოსახლეობის მხარდაჭერით. 1109 წელს, როცა ქრისტიანებმა დაიპყრეს რეგიონი, ბერტრნარ ტულუზელი ტრიპოლის პირველი გრაფი გახდა. ის იერუსალიმის მეფის ბალდუინ I-ის ვასალი იყო. 1289 წელს ტრიპოლი მამლუქებმა დაიპყრეს და ტერიტორია ეგვიპტის მამლუქთა სასულთნოს შემადგენლობაში შევიდა. (...სრულად)