ტფილისის სამხედრო ტაძარი
ტფილისის სამხედრო ტაძარი
ტფილისის სამხედრო ტაძარი რუსეთის მმართველობის პერიოდში 1870-90-იან წლებში ააგეს ტფილისში კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან გამარჯვების აღსანიშნავად და შუასაუკუნეების რუსი წმინდანი ალექსანდრე ნეველის სახელობისა იყო. ნეობიზანტიური სტილის ნაგებობის პროექტი დ. გრიმს ეკუთვნის. 1930 წელს ტაძარი კომუნისტებმა დაანგრიეს.