პორტალი:ომი/ამ დღეს/17 იანვარი
- 1648 : ინგლისის სამოქალაქო ომი : ინგლისის პარლამენტმა ჩარლზ I-თან მოლაპარაკებები შეწყვიტა.
- 1781 : კოუპენსის ბრძოლაში (სურათზე) ბრიტანელები დამარცხდნენ.
- 1885 : ბრიტანულმა არმიამ დაამარცხა დერვიშების დიდი არმია აბუ კლეას ბრძოლაში, სუდანი.
- 1945 : ვარშავის განთავისუფლება - სსრკ ძალები ნაცისტებისგან ანთავისუფლებენ თითქმის სრულიად დანგრეულ ვარშავას.
- 1946 : გაეროს უშიშროების საბჭოს პირველი სხდომა ტარდება.
- 1991 : სპარსეთის ყურის ომი - ოპერაცია უდაბნოს ქარიშხალი იწყება ადრე დილით. ერაყი ისვრის 8 "სკად"-ის ტიპის რაკეტას ისრაელისკენ, მათგან საპასუხო დარტყმის მოლოდინში, თუმცა უშედეგოდ.