• ცეკვა სირტაკი დაიბადა ფილმის ბერძენი ზორბა გადაღებისას. ეს ცეკვა მხოლოდ ფილმის საჭიროებისთვის შეიქმნა და მას მერე გახდა ცნობილი...
  • ჩარლი ჩაპლინმა 3 წელი მოანდომა დიდი ქალაქის ჩირაღდნები (სურათზე) გადაღებას. ამისთვის მას 534 სამუშაო დღე დასჭირდა. სცენა, სადაც ჩარლი ბრმა გოგონას ხვდება, გადაღებულ იქნა 324-ჯერ, რაც კინოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია...
  • ყველაზე გრძელი ფილმი, რომელიც კინოდარბაზში გავიდა არის 1984 წელს გადაღებული ედგარ რეიცის ჰეიმა: მისი თერთმეტი ნაწილი 924 წუთი, ანუ 15 საათი და 24 წუთი გრძელდება...
  • ესპერანტოს ენაზე გადაღებულია მხოლოდ ორი ფილმი: Incubus და Angoroj, ეს უკანასკნელი დღეისთვის დაკარგულია. ასევე ორი ფილმია ლათინურ ენაზე: დერეკ ჟერმანის სებასტიანი (1976) და მელ გიბსონის ქრისტეს ვნებანი (2004)...
  • ყველაზე ხანდაზმული კარიერის მქონე რეჟისორი, რომელიც დღესაც ცოცხალია, არის პორტუგალიელი მანიოლ დე ოლივეირა, დაბადებული 1908 წელს. პირველი, მუნჯი ფილმი მან 1931 წელს გადაიღო, ხოლო უკანასკნელი, 37-ე ფილმი, მეხუთე იმპერია დაასრულა 2004 წელს...
  • ენიო მორიკონე 45 წლიანი კარიერის მანძილზე ყოველთვიურად თითო მუსიკას ქმნის ფილმებისა და სატელევიზიო გადაცემებისთვის, მიუხედავად ნაყოფიერი შემოქმედებისა მას ოსკარი ჯერ არ მიუღია...