რედ. რჩეული სტატია
კალმარის უნია მე-XVI საუკუნის დამდეგს
კალმარის უნია მე-XVI საუკუნის დამდეგს

კალმარის უნია (დან.; ნორვ.; შვედ.. Kalmarunionen) — დანიელ მეფეთა უზენაესობით დანიის, ნორვეგიისა და შვედეთის სამეფოების გაერთიანებების სერია პირად უნიად 1397-1523 წლებში. ეს ქვეყნები სუვერენიტეტზე უარს ამბობდნენ, მაგრამ, თავისუფლებას ინარჩუნებდნენ. ინტერესთა დაცილებამ (განსაკუთრეულად, დანიის ბატონობით შვედეთის უკმაყოფილებამ) 1523 წელს უნია საბოლოოდ დაშალა.

უნია სკანდინავიაში გერმანიის ეკონომიკური და პოლიტიკური ექსპანსიის საპირწონედ შეიქმნა XIV საუკუნეში. ამ დროისათვის თავისუფალ ქალაქებსა და ჰანზას სკანდინავიაში ვაჭრობა უკვე მონოპოლიზებული ჰქონდათ. 1364 წელს შვედეთის უკანასკნელი მეფე — ფოლკუნგების დინასტიიდანმაგნუს ერიქსონი, რომელიც 1319 წლიდან ნორვეგიის მეფეც იყო, განდევნეს და გერმანიის ჰერცოგი ალბრეხტ მაკლენბურგელი აირჩიეს. სამეფო კარის უკმაყოფილო ნაწილმა მეფე ვოლდემარ ატერდაგის ქალიშვილი — მაგნუს ერიქსონის ვაჟისა და თანამმართველის, ჰოკონის ქვრივი — დედოფალი დანიისა მარგარიტა იწვია, რათა ტახტზე აეყვანათ უასაკო ვაჟ ოლაფთან ერთად.