პორტალი:ევროვიზიის სიმღერის კონკურსი/რჩმუსიკოსი

ალექსანდრე რიბაკი (ნორვ. Alexander Rybak, ბელარ. Аляксандр Ігаравіч Рыбак, 13 მაისი, 1986, მინსკი, სსრკ) — ნორვეგიელი მუსიკოსი და მომღერალი, გაიმარჯვა კონკურსში „ევროვიზია 2009“, მოსკოვში, სიმღერით Fairytale.

რიბაკი დაიბადა მინსკში, ბელორუსი. როდესაც ის იყო 4 წლის, ის და მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ნორვეგიაში. 5 წლის ასაკში ალექსანდრემ დაიწყო პიანინოზე დაკვრა. მისი მშობლები არიან ნატალია რიბაკი, პიანისტი, და იგორ რიბაკი, ცნობილი მევიოლინე.