პორტალი:გერმანია/ სტატია 53
ბერტოლტ ბრეხტი (გერმ. Bertolt Brecht) (სრული სახელი გერმ. Eugen Berthold Friedrich Brecht ოიგენ ბერტოლდ ფრიდრიხ ბრეხტი). (დ. 10 თებერვალი, 1898, აუგსბურგი, ბავარია ― გ. 14 აგვისტო, 1956, ბერლინი), გერმანელი პოეტი, პროზაიკოსი, რეჟისორი და დრამატურგი, თეატრის რეფორმატორი, თეატრ "ბერლინის ანსამბლის" დამაარსებელი.
ბურჟუაზიულ ოჯახში დაბადებული ბერტოლტ ბრეხტი წერას ძალიან ადრე იწყებს, მისი პირველი ნაწარმოები 1914 წელს ქვეყნდება. იგი ჯერ ფილოსოფიას ეუფლება, შემდეგ მედიცინის სწავლას იწყებს და პირველი მსოფლიო ომის დროს ექთნად მუშაობს. 1918 წელს ბრეხტი წერს თავის პირველ პიესას, ბაალი. ამას მოჰყვება პიესები დაფდაფები ღამეში (1919) და ქალაქთა ჯუნგლებში (1921). ეს სამი ნაწარმოები ავტორის ანარქისტულ მხარეს წარმოაჩენს.
1924 წელს ბრეხტის პიესები იდგმება ბერლინში, რეინჰარდტის მიერ. იმავე წელს ბრეხტის საყვარელი ხდება ელიზაბეტ ჰაუპტმანი. 1928 წელს ბრეხტი ქმნის სამგროშიან ოპერას, რომელიც მისი და საერთოდ გერმანული თეატრის ერთ-ერთი უდიდესი წარმატებაა.