- ლიტერატურის დარგში 2010 წლის ნობელის პრემია მიენიჭა პერუელ მწერალ მარიო ვარგას ლიოსას. 74 წლის მწერალი მთელს მსოფლიოშია ცნობილი რომანებით „ხულია დეიდა და მოკალმე“, „ომი და სამყაროს დასასრული“, „საუბრები ტაძართან“. „ის, არსებითად, მთხრობელია, ამბებს გვიყვება - თუმცა სრულიად, სრულიად განსაკუთრებული მთხრობელი, რომელმაც ამბის მოყოლის ახალ ლიტერატურულ გზებს მიაკვლია", ამბობს ენგლუნდი და ამატებს, რომ მარიო ვარგას ლიოსას რომანები "კომპოზიციის მხრივ, ხშირად არის ძალიან კომპლექსური. ის ოსტატობას ავლენს, როცა საქმე ეხება დიალოგებს, დროის მონაკვეთების ან პერსონაჟების ცვლას, მუდამ მასშტაბური სურათის ძიებაში“. (რადიო თავისუფლება)
|