- ლონდონიდან გავრცელებული ინფორმაციით, „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი პატიმრობდან თავდებით გაათავისუფლეს. სასამართლომ ლონდონში სამშაბათს მიიღო გადაწყვეტილება ასანჟის მიერ გირაოს გადახდის და მკაცრი პირობების დაცვის საფუძველზე გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ბრალდებამ გაასაჩივრა. (რადიო თავისუფლება)
- ოთხშაბათს მოსკოვში დააკავეს 1300-ზე მეტი პირი, ვინც სამართალდამცავთა ცნობით, არეულობის მოწყობას ცდილობდა. „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, მილიციელები ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ მასობრივი შეტაკებები კავკასიელებსა და რადიკალურად განწყობილ ახალგაზრდებს შორის. ვითარება განსაკუთრებით დაძაბული იყო კიევის სადგურთან მდებარე მოედანზე, სადაც ოთხშაბათს საღამოს 7 ათასამდე ადამიანმა მოიყარა თავი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულებს 16 ტრავმატული პისტოლეტი, 200-ზე მეტი დანა, ბეისბოლის ჯოხი, ელექტროშოკის მოწყობილობა და სხვა საშიში ნივთი ჩამოართვეს. (რადიო თავისუფლება)
|