- რუსმა ველოსპორტისტმა დენის მენშოვმა გაიმარჯვა Giro d'Italia-ს წლევანდელ ასპარეზობაზე რომში, იტალია. (New York Times)
- მილვინა დინი, 1912 წელს ჩაძირული სამგზავრო ლაინერ ტიტანიკის უკანასკნელი გადარჩენილი მგზავრი, გარდაიცვალა 97 წლის ასაკში. (BBC)
- 44 პატიმარი გაიქცა ქ. ბაგუა გრანდეს ციხიდან პერუში. (BBC)
- დაუდგენელმა პირმა €6 მილიონის ღირებულების საიუველირო ნაკეთობები გაიტაცა Chopard-ის კომპანიის მაღაზიიდან პარიზში, საფრანგეთი. (BBC)
- ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ჰონგ კონგში, 1989 წლის 4 ივნისის ტიანანმენის მოედნის ხოცვა-ჟლეტის გასახსენებლად. (Straits Times) (BBC)
- 72 დემონსტრანტია დაკავებული პოლიციის ნაციონალურ სააგენტოსთან შეტაკების შედეგად სეულში, სამხრეთი კორეა. (The Korea Times)
- რობინ სოედერლინგმა, შვედეთიდან, დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი, ესპანეთიდან, 2009 წლის საფრანგეთის ღია ჩემპიონატზე ჩოგბურთში. (Sky News)
- სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. (Civil.Ge)
|