პონტოს მუხის აღკვეთილი
პონტოს მუხის აღკვეთილი — აღკვეთილი გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. დაარსდა 2019 წელს. მისი ფართობია 443 ჰექტარი.
პონტოს მუხის აღვეთილი | |
---|---|
მდებარეობა | გურიის მხარე, საქართველო |
უახლოესი ქალაქი | ჩოხატაური |
ფართობი | 443 ჰა |
მმართველი ორგანო | დაცული ტერიტორიების სააგენტო |
იგი არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოური მუხის (ლათ. Quercus pontica; K.Koch) კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული.
აღკვეთილის შექმნის მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე არსებული, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.