პოლ ბროკა (ფრანგ. Paul Broca; დ. 28 ივნისი, 1824, სენტფუა-ლა-გრანდი — გ. 9 ივლისი, 1880, პარიზი) — ფრანგი ანატომი და ანთროპოლოგი. იგი იყო პარიზის ანთროპოლოგიური სამეცნიერო საზოგადოების შექმნის ინიციატორი (1859). ბროკას ძირითადი შრომები ეხება პრიმატთა შედარებითს ანატომიას, ზოგად ანთროპოლოგიურ საკითხებს, საფრანგეთის ძველი და თანამედროვე მოსახლეობის რასობრივ ტიპებს. ბროკამ დაამუშავა მსოფლიოში პირველი სახელმძღვანელო ანთროპომეტრიასა და კრანიომეტრიაში (1865). შექმნა თვალის, თმისა და კანის ფერის განმსაზღვრელი სკალა. გამოიგონა ანთროპომეტრიული ხელსაწყოები.

პოლ ბროკა

ლიტერატურა

რედაქტირება