პოლონელთა დიდი აჯანყება (1918-1919)
დიდი პოლონეთის აჯანყება | |
---|---|
პირველი მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდი ნაწილი | |
თარიღი | 27 დეკემბერი 1918 – 28 ივნისი 1919; 6 თვე და 1 დღე |
შედეგი | აჯანყებულთა გამარჯვება |
]] პოლონელთა დიდი აჯანყება ვიკისაწყობში |
პოლონელთა დიდი აჯანყება (1918-1919 წწ.) — პოლონელთა სამხედრო აჯანყება გერმანელთა მართველობის წინააღმდეგ. აჯანყებას მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა ვერსალის ხელშეკრულებაზე, რის შემდეგაც აჯანყებულთა მიერ დაკავებული ტერიტორია გადაეცა პოლონეთის მეორე რესპუბლიკას. პოლონეთის სამეფოს შემდეგ, ეს ტერიტორია წარმოადგენდა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის საკუთრებას, სანამ პრუსიის სამეფომ არ განახორციელა მისი ანექსია. 1806 წლის პოლონეთის დიდი აჯანყების შემდეგ, 1793 წელს ის გახდა ვარშავის საჰერცოგოს ნაწილი (1807–1815 წწ.).
წინაპირობები
რედაქტირება1795 წელს მესამე დაყოფის შემდეგ, პოლონეთმა, როგორც სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. 1795 წლიდან პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე წარუმატებელი აჯანყება განხორციელდა დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით. 1806 წლის პოლონეთის დიდ აჯანყებას მოჰყვა ვარშავის საჰერცოგოს შექმნა, რომელიც არსებობდა 8 წლის განმავლობაში, სანამ რუსეთსა და პრუსიას შორის ის კვლავ არ განაწილდა. გერმანელთა მმართველობის დროს, პოლონელები განიცდიდნენ სისტემატიურ ჩაგვრასა და შევიწროებას.
პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, აშშ-ს პრეზიდენტმა ვუდრო უილოსნმა ევროპულ ქვეყნებს 14 პუნქტიანი მოთხოვნები წარუდგინა, რამაც ევროპული ქვეყნების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი დამორჩილებულ ტერიტორიებზე გავლენას კარგავდნენ. მაგალითისთვის გამოდგება გერმანიის მიერ ანექსირებული პოლონეთის ტერიტორია. 1918 წლის 11 ნოემბერს, გერმანელმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ასევე, გერმანიამ ხელი მოაწერა ბრესტ-ლიტოვსკის ზავს ბოლშევიკურ რუსეთთან ერთად, რომლითაც მხარეებმა აღმოსავლეთ საზღვრები დაადგინეს. ეს ხელშეკრულება მოიცავდა პოლონეთის სახელმწიფოს ტერიტორიასაც.
პოლონეთის ტერიტორიები ანექსირებული ჰქონდა ავსტრია-უნგრეთის იმპერიასაც. ჯერ კიდე XVIII საუკუნიდან გერმანიას დაკავებული ჰქონდა პოლონეთის დიდი ნაწილი, რომლის დედაქალაქი და მთავარი სამრეწველო ცენტრი იყო პოზნანი. პოლონელები წარმოადგენდნენ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის 60%-ს. ამიტომ, ვუდრო უილსონი იმედოვნებდა, რომ ეს ტერიტორია პოლონეთის ახლადჩამოყალიბებული სახელმწიფოს ნაწილი გახდებოდა.