პოლკოვნიკს არავინ სწერს
პოლკოვნიკს არავინ სწერს (ესპ. El coronel no tiene quien le escriba) — კოლუმბიელი მწერლის, გაბრიელ გარსია მარკესის მოთხრობა, გამოქვეყნებული 1961 წელს. მიაკუთვნებენ მაგიურ რეალიზმს, დაწერილია ესპანურ ენაზე.
„პოლკოვნიკს არავინ სწერს“ | |
---|---|
El coronel no tiene quien le escriba | |
| |
ავტორი | გაბრიელ გარსია მარკესი |
ქვეყანა | ესპანეთი |
ენა | ესპანური |
გამომცემელი | 1961 |
გამოცემის თარიღი | 1961 |
oclc | 234241843 |
წინამორბედი | Leaf Storm |
ISBN | 0-06-011417-7 |
სიუჟეტი
რედაქტირებამოქმედება ხდება კოლუმბიის მცირე ქალაქში, 1956 წელს. მთავარი გმირი 75 წლის, სამოქალაქო ომის ვეტერანი, გადამდგარი პოლკოვნიკია, რომელიც ცოლთან ერთად ქალაქის გარეუბანში ცხოვრობს და შვილის, ავგუსტინეს გარდაცვალების შემდეგ (მოკლეს პოლიტიკური შინაარსის ბროშურების გავრცელების დროს) სიღატაკის ზღვარზე იმყოფებიან. პოლკოვნიკი დიდი ხანია, რაც ელოდება წერილს დედაქალაქიდან, პენსიის დანიშვნის თაობაზე, რომელიც მას ეკუთვნის, როგორც ომის ვეტერანს, თუმცა პოლკოვნიკს არავინ სწერს. ამავდროულად, მას ურთიერთობა აქვს ავგუსტინეს მეგობრებთან, რომლებიც იატაკქვეშეთში ოპოზიციურ მოძრაობას აწარმოებენ.
მოხუცი დიდ იმედებს ამყარებს მამალზე, რომელსაც იანვარში დაგეგმილ მამლების ჩხუბისთვის ავარჯიშებს და კვებავს, მაშინ, როცა ის და მისი ცოლი ხშირად რჩებიან საჭმლის გარეშე. დონ საბასი, რომელთანაც პოლკოვნიკს ნათელმინორი აკავშირებს, შესთავაზებს გაყიდოს მამალი, თუმცა უარს მიიღებს.
პოლკოვნიკი მოხვდება პოლიციელების ალყაში, თან ჯიბეში უდევს უკანონო პოლიტიკური ბროშურები და პირისპირ შეეჩეხება ადამიანს, რომელმაც მისი შვილი მოკლა, თუმცა ემოციების მოთოკვას ახერხებს და ალყას თავს აღწევს.
სახლის იპოთეკის ვადის გასვლამდე დარჩენილია 2 წელი, პოლკოვნიკი და მისი ცოლი თითქმის შიმშილობენ, თან გაყიდულია საკერავი მანქანა, რომელსაც მცირეოდენი შემოსავალი მაინც მოჰქონდა. პოლკოვნიკი კი კვლავინდებურად მამალს კვებავს და ავარჯიშებს, თან წერილს ელოდება. გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი, პოლკოვნიკის ცოლი ავად ხდება. დეკემბრის ბნელ ღამეებს პოლკოვნიკი ბობოქარი ახალგაზრდობის გახსნებაში ატარებს, მას სულს საომარი წარსულის მოგონებები უთმობს და კვლავ ჯერა, რომ საცაა გამოჩნდება კატერი, რომელიც დედაქალაქიდან წერილს ჩამოუტანს. მის ოპტიმიზმს ამყარებს ის, რომ საცდელ ვარჯიშებში, მის მამალს თანასწორი არ მოეპოვება. მხოლოდ 45 დღე უნდა გაძლონ და ყველაფერი მოგვარდება, არწმუნებს პოლკოვნიკი სასოწარკვეთაში ჩავადნილ ცოლს და მის შეკითხვაზე, თუ რა უნდა ჭამონ ამ დროის მანძილზე, გადაჭრით პასუხობს: „ნეხვი“.
მხატვრული თავისებურებები
რედაქტირებამოთხრობა „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ არის ერთ-ერთი ადრეული ნაწარმოები გაბრიელ გარსია მარკესის, რომლშიც ჯერ კიდევ არ აქვს მწერალს გამომჟღავნებული მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სტილი, ცნობილი როგორც მაგიური რეალიზმი. „პოლკოვნიკს არავინ სწერს“ რეალისტური ტექსტია, რომელიც ერნესტ ჰემინგუეის გავლენას განიცდის.