პოლიკარპე კევლიშვილი

პოლიკარპე კევლიშვილი (დ. 1894, სოფ. დვირი, ახლანდ. ბორჯომის მუნიციპალიტეტი, — გ. 1 ოქტომბერი, 1937) — ქართველი სამხედრო პირი, კომბრიგი (1935).

1915 წელს მობილიზებული იყო რუსეთის იმპერიის არმიაში. 1916 წელს დაამთავრა დუშეთის პრაპორშჩიკთა სკოლის კურსები. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1918-1921 წლებში იყო საქართველოს ჯარის პორუჩიკი, მეტყვიამფრქვეველთა რაზმის უფროსი. 1921 წლის მარტიდან მსახურობდა წითელ არმიაში. იყო აფხაზეთის საგანგებო კომისიის განსაკუთრებული დანიშნულების ბატალიონის მეთაური (1921-1922), გორის მაზრის სამხედრო კომისრის თანაშემწე, 1924 წლის მაისიდან — მე-3 ქართული მსროლელი პოლკის ბატალიონის უფროსი, 1926 წლიდან — მე-4 ქართული მსროლელი პოლკის უფროსის თანაშემწე და სამხედრო კომისარი, 1931 წლიდან — კავკასიის წითელდროშოვანი არმიის შტაბის მე-5 განყოფილების უფროსის მოადგილე, 1932 წლიდან კი იმავე განყოფილების უფროსი, 1933 წლიდან — კავკასიის წითელდროშოვანი არმიის შტაბის სამხედრო მომზადების განყოფილების უფროსი. 1935 წლის თებერვალში დაინიშნა 1-ლი კავკასიური (შემდეგში მე-9 წითელდროშოვანი) სამთო-მსროლელი დივიზიის მეთაურად. 1937 წლის ივლისში დააპატიმრეს სამხედრო შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით და მოგვიანებით დახვრიტეს. რეაბილიტირებულია 1957 წელს. დაჯილდოებული იყო წითელი დროშის (1936) და საქართველოს სსრ შრომის წითელი დროშის (1931) ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Сувениров О. Ф. Трагедия РККА 1937-1938. — M.: TEPPA, 1998. — ISBN 5-300-02220-9. — გვ. 406.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება