პნევმოენცეფალოგრაფია

პნევმოენცეფალოგრაფია (ბერძ. Pneuma — „ჰაერი“ და ძვ. ბერძნ. ενκεφαλος [enkephalos] — „ტვინი“ და ...გრაფია) — რენტგენის სხივებით თავის ტვინის გამოკვლევის მეთოდი. ენცეფალოგრაფიის დროს წელში ჩხვლეტით წინასწარ უშვებენ თავ-ზურგტვინის სითხის ნაწილს და მის ნაცვლად შეჰყავთ რაიმე კონტრასტული ნივთიერება (ჰაერი, ჟანგბადი და სხვა). ენცეფალოგრაფიას მიმართავენ თავის ტვინში აბსცესის, სიმსივნის, არაქნოიდიტის, უცხო სხეულისა და სხვათა გამოსავლენად.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება