პლესურის ალპები — ქედი ალპებში, აღმოსავლეთ შვეიცარიაში. მიეკუთვნება ცენტრალურ-აღმოსავლეთ ალპებს. სახელი ეწოდა მდინარე პლესურისგან, რომელიც ქედს ცენტრიდან იღებს სათავეს. დასავლეთის მხრიდან, გლარნის ალპებისგან გამოყოფილია მდინარე რაინის ხეობით, ჩრდილოეთიდან, რეტიკონის ქედისგან — მდინარე პრეტიგაუს ხეობით, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, ალბულის ალპებისგან — მდინარე ლანდვასერის ხეობით, სამხრეთიდან, ობერჰალბშტაინის ალპებისგან — მდინარე ალბულის ხეობით.

პლესურის ალპები
კოორდინატები: 46°44′ ჩ. გ. 9°38′ ა. გ. / 46.733° ჩ. გ. 9.633° ა. გ. / 46.733; 9.633
ქვეყანა შვეიცარიის დროშა შვეიცარია
ტერიტორიული ერთეული გრაუბიუნდენის კანტონი
უმაღლესი წერტილი აროზერ-როთორნი
სიმაღლე 2985 
პლესურის ალპები — შვეიცარია
პლესურის ალპები

ქედის შუა ნაწილში მდებარეობს სათხილამური კურორტი აროზა.

უმალღესი მწვერვალებია აროზერ-როთორნი (2985 მ) და შტეცერჰორნი (2576 მ).

პლესურის ალპებში არსებული უღელტეხილია შტრელა, 2377 მ სიმაღლეზე, დავოსსა და ლანგვისს შორის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება