შტეცერჰორნი
შტეცერჰორნი (გერმ. Stätzerhorn) — მთა შვეიცარიაში, პლესურის ალპებში. გადაჰყურებს გრაუბიუნდენის კანტონის ქალაქ ლენცერჰაიდეს. სიმაღლე ზღვის დონიდან 2 575 მეტრია და შედეგად, შტეცერჰორნი ლენცერჰაიდეს უღელტეხილის დასავლეთით მდებარე ქედის უმაღლესი წერტილია. მთის მწვერვალისკენ ორივე მხირდან მიემართება რამდენიმე ბილიკი. სამთარში შტეცერჰორნი თხილამურებით სასრიალოდ გამოიყენება.
შტეცერჰორნი | |
---|---|
კოორდინატები: 46°45′48″ ჩ. გ. 09°30′28″ ა. გ. / 46.76333° ჩ. გ. 9.50778° ა. გ. | |
სიმაღლე | 2 575 მეტრი მ |
ქედი | პლესურის ალპები |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Lenzerheide Bergbahnen AG დაარქივებული 2011-12-01 საიტზე Wayback Machine.
- Stätzerhorn on Hikr