პლეონაზმი
პლეონაზმი — სტილისტური ხერხი, რომლის დროსაც აზრის გამოხატვა გაძლიერებულია ან დაზუსტებულია დამატებით ერთი ან რამდენიმე სიტყვით, რომელთა გრამატიკული საჭიროება არ არსებობს.
გამოხატვის ეს საშუალება ხშირია, როგორც მხატვრულ ასევე ფამილიარულ მეტყველებაში. ამ უკანასკნელში პლეონაზმის გამოყენებას უფრო ხშირად უნებლიე ხასიათი აქვს.
ეტიმოლოგია
რედაქტირებაპლეონაზმი (ბერძ. πλεονασμός / pleonasmós) ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს „ზედმეტობას“, „სიჭარბეს“, „სიუხვეს“.
პლეონაზმის ტიპები
რედაქტირებაგაასხვავებენ სინტაქსურ და სემანტიკურ პლეონაზმს.
სინტაქსური პლეონაზმი
რედაქტირებასინტაქსურ პლეონაზმს ადგილი აქვს, როცა ფრაზაში გამოყენებულია გრამატიკული წყობისთვის ფაკულტატიური ფუნქციური სიტყვები. მაგ:
- "I know you are coming."
- "I know that you are coming."
მოცემულ ფრაზაში კავშირი that ფაკულტატიურია და გრამატიკული გამართულობისთვის მისი ხმარება არ არის აუცილებელი. ამ შემთხვევაში ორივე ფრაზა გამართულია, ხოლო სიტყვა that მიჩნეულია როგორც პლეონაზმი.
სემანტიკური პლეონაზმი
რედაქტირებასემანტიკური პლეონაზმი უფრო სტილისტიკას მიეკუთვნება, ვიდრე გრამატიკას. ამ მოვლენას ენათმეცნიერებაში ხშირად „მრავალსიტყვაობით“ მოიხსენიებენ. სემანტიკური პლეონაზმი რამდენიმე ფორმით შეიძლება გამოვლინდეს:
სინონიმური გამეორება: ფრაზის ერთი შემადგენელი სიტყვის სემანტიკური მნიშვნელობა შედის მეორე სიტყვაში: „ზემოთ ასვლა“, „უფასო საჩუქარი“.
მრავალსიტყვაობა: ფრაზაში აზრის მხრივ უსარგებლო სიტყვების არსებობა: „მან თავისი ხელი გამომიწოდა“; „მზესუმზირის ზეთი ქოლესტერინის გარეშე“ — ქოლესტერინის გარეშე აქ სრულიად ზედმეტია, რადგან, როგორც წესი, მცენარეული ცხიმი მას არ შეიცავს.
ხშირ შემთხვევაში სემანტიკურ პლეონაზმად მიჩნეული სიტყვის სტატუსი კონტექსტიდან გამომდინარეობს.
პლეონაზმები აბრევიატურებში
რედაქტირებამრავალსიტყვაობა ხშირად უცხოენოვანი აბრევიატურების შემოსვლისას იჩენს თავს. ამ მოვლენას RAS-სინდრომის (Redundant Acronym Syndrome) სახელწოდებითაც მოიხსენიებენ:
- CD-დისკი
- VIP-პერსონა
- SMS შეტყობინება
- IT-ტექნოლოგია
- GPS - სისტემა