პლატონ ხელთუფლიშვილი

პლატონ ბესარიონის ძე ხელთუფლიშვილი (დ. 1862, ქუთაისი, — გ. 1945, თბილისი) — ქართველი ინჟინერი, ხიდებისა და რკინიგზების მშენებლობის სპეციალისტი. პროფესორი (1932); საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე (1941).

დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის მათემატიკური ფაკულტეტი (1884) და პეტერბურგის მიმოსვლის გზათა ინჟინრების ინსტიტუტი (1888). ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი 1908 წლიდან. გატაცებული იყო ჭადრაკით; მონაწილეობდა „შახმატნი ჟურნალის“ მიმოწერით ტურნირებში. 1917 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე რუსეთის რკინიგზების საექსპლოატაციო სამმართველოებში და მშენებლობაზე, 1919-1924 წლებში — მოსკოვის მიმოსვლის გზათა სახელმწიფო კომისარიატში. 1925 წლიდან ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტში. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსებაში. მისი ძმები იყვნენ: პუბლიცისტი მიხეილ ხელთუფლიშვილი და იურისტი დავით ხელთუფლიშვილი. მათი დეიდაშვილი იყო ნიკო ნიკოლაძე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება