პეტრ ჩეხი
პეტრ ჩეხი (ჩეხ. Petr Čech [ˈpɛtr̩ ˈtʃɛx] ) (დ. 20 მაისი, 1982) — ჩეხი ყოფილი ფეხბურთელი, ბოლოს თამაშობდა ლონდონის „არსენალსა“ და ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში მეკარის პოზიციაზე. წარსულში ჩეხი თამაშობდა პლზენის „ვიქტორიაში“, ბლშანის „ხმელში“, პრაღის „სპარტაში“ და „რენში“. იგი შეყვანილი იყო 2004 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში, როდესაც ის დაეხმარა თავისი ქვეყნის ნაკრებს ნახევარფინალში გასვლაში.ჩეხმა ასევე მიიღო 2004-05, 2006-07 და 2007-08 წლების სეზონების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარის წოდება. იყო პფსფას და ჩემპიონთა ლიგის სიმბოლური ნაკრებების წევრი 2006 წელს.
2015 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | პეტრ ჩეხი | ||
დაბადების თარიღი | 20 მაისი, 1982 | ||
დაბადების ადგილი | პლზენი ჩეხოსლოვაკია | ||
სიმაღლე | 196 სმ. | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1989–1999 | ვიქტორია | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1999–2001 | ხმელი ბლშანი | 27 | (0) |
2001–2002 | პრაღას სპარტა | 27 | (0) |
2002–2004 | რენი | 70 | (0) |
2004–2015 | ჩელსი | 333 | (0) |
2015–2019 | არსენალი | 110 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2002–2016 | ჩეხეთი | 124 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული აქვს 180 მატჩი. ჩეხს ეკუთვნის რამდენიმე რეკორდი. ჩეხეთის ნაკრებში 855 წუთის განმავლობაში შეინახა კარი მშრალად. პრაღის „სპარტაში“ 928 წუთის განმავლობაში არ გაუშვია გოლი 2001-02 წლების სეზონში. 2004-05 წლების სეზონში ჩეხს 1,025 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია. ჩეხს მოგებული აქვს პრემიერლიგის ოქროს ხელთათმანი 2004-05 და 2009-10 წლების სეზონებში.[1]
ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ 2010 წელს დაასახელა მსოფლიოს 5 საუკეთესო მეკარეს შორის იკერ კასილასთან, ჟულიო სეზართან, მანუელ ნოიერთან და მაარტენ სტეკელენბურგთან ერთად.[2]
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაადრეული კარიერა
რედაქტირებადაიბადა პლზენში, ჩეხოსლოვაკიაში, ფეხბურთის თამაში დაიწყო შვიდი წლის ასაკში, „შკოდა პლზენში“ (შემდეგში ცნობილი, როგორც პლზენის „ვიქტორია“. თავიდან მან თამაში დაიწყო, როგორც თავდმასხმელმა, შემდეგში ვარჯიშისას მეკარეების მწვრთელებმა შეამნიეს მისი თვისებები, რომელიც სჭირდებოდა მეკარეს. 14 წლის ასაკში, ჩეხი გაიზარდა 180-დან 196 სანტიმეტრამდე. მალე ჩეხი გადავიდა ბლშანის „ხმელში“, სადაც მისი დებიუტი შედგა 1999 წლის 30 ოქტომბერს. მალე ჩეხი გახდა „ხმელის“ ძირითადი მეკარე და მიიპყრო ბევრი კლუბის ყურადღება. 19 წლის ასაკში ჩეხი გადავიდა პრაღის „სპარტაში“.[3]
რენი
რედაქტირებაჩეხმა ვერ მოიგო ჩემპიონატი „სპარტასთან“ ერთად 2002 წლის გაზაფხულზე, მაგრამ მიიღო უდიდესი გამოცდილება. ივნისში ჩეხეთის ახალგაზრდული ნაკრები გავიდა ფინალში. მან თავი გამოიჩინა პენალტების სერიაში და მოიგო მისმა გუნდმა ტურნირი. მაშინ ჩეხმა მიიპყრო „არსენალის“ სკაუტების ყურადღება, მაგრამ 2002 წლის ივნისში გადაბარგდა „რენში“.[4]
ჩეხმა „რენში“ გაატარა ორი სეზონი.
ჩელსი
რედაქტირება2004 წლის ივლისში ჩეხმა £7 მილიონის სანაცვლოდ „ჩელსისთან“ გააფორმა ხუთწლიანი კონტრაქტი. ამ ტრანსფერის შემდეგ ჩეხი გახდა „ჩელსის“ ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული მეკარე.
ამ დროს ჩელსის ძირითადი მეკარე იყო პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე, კარლო კუდიჩინი. კუდიჩინიმ სეზონისწინა მოსამზადებელ პერიოდში მიიღო ტრავმა და მის მაგივრად ჟოზე მოურინიომ ჩეხი დააყენა კარში. პრემიერლიგის სადებიუტო მატჩში „მანჩესტერ იუნაიტედთან“, ჩეხმა კარი მშრალად შეინახა (1-0).
2005 წლის 5 ოქტომბერს ჩეხმა დაამყარა ახალი რეკორდი პრემიერლიგაში, 1,025 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია. ეს რეკორდი მოგვიანებით დაამხო „მანჩესტერ იუნაიტედი“ს მეკარემ, ედვინ ვან დერ სარმა. 2004-05 წლების სეზონში 25 მატჩში კარის მშრალად შენახვისთვის ჩეხმა მიიღო სპეციალური პირადი ჯილდო ოქროს ხელთათმანი. 2005-06 წლების სეზონში „ჩელსი“მ შეინარჩუნა ჩემპიონის ტიტული. გუნდმა გაუშვა მხოლოდ 15 გოლი, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია.
2005-06 წლების სეზონში ჩეხმა მხოლოდ 22 მატჩში ითამაშა კლუბის შემადგენლობაში.[5] 2006 წლის 1 თებერვალს ჩეხმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა 2010 წლამდე.
2006 წლის 14 ოქტომბერს „რედინგთან“ მატჩში ჩეხმა მიიღო თავის მძიმე ტრავმა. ჩეხი მოედნიდან გაიყვანეს. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, მას გატეხილი ჰქონდა თავის ქალა. ტრავმა იმდენად სერიოზული იყო, რომ ჰქონდა ინტენსიური თავის ტკივილები. მისმა ექიმმა გააფრთხილა, რომ ადრე დაბრუნება შეიძლებოდა დასრულებულიყო ფატალურად.
2006 წლის 24 ოქტომბერს ჩეხი დაბრუნდა სახლში და დაიწყო ვარჯიში მსუბუქად.
ტრავმის შემდეგ, ჩეხმა პირველად ითამაშა 2007 წლის 20 იანვარს [[ლივერპული (საფეხბურთო კლუბი)|„ლივერპულის]“] წინააღმდეგ, სპეციალური რაგბის დამცავი ქუდით. იმ მატჩში მისი გუნდი დამარცხდა 0-2. მას შემდეგ ყოველ თამაშს ატარებს იმ ქუდით. მისი ქუდი დაამზადდა ახალ ზელანდიაში კომპანიის მიერ, რომელიც ამზადებს დამცავ ქუდებს რაგბის მოთამაშეებისთვის. შემდეგში მისი ქუდის დამზადება დაიწყო კომპანია ადიდასმა, რომელიც აწარმოებს ჩელსის ფორმებს.
პირველ მატჩში „ლივერპულთან“ მარცხის შემდეგ, ჩეხს კლუბის მაისურით ჩატარებულ მატჩებში 810 წუთის განმავლობაში გოლი არ გაუშვია.
არსენალი
რედაქტირება2015 წლის 29 ივნისს ჩეხმა ოფიციალურად გააფორმა 4-წლიანი შეთანხმება "არსენალთან" [6] .28 დეკემბერს მან "მეთოფეთათვის" უკანასკნელ 2015 წლის მატჩში "ბორნმუთის" წინააღმდეგ 170-ე მატჩი ჩაატარა "მშრალად" პრემიერლიგაში და გააუმჯობესა "ჩელსის" ყოფილი მეკარის, დევიდ ჯეიმზის რეკორდი [7] .
სანაკრებო კარიერა
რედაქტირებაჩეხმა სანაკრებო კარიერა დაიწყო ჩეხეთის 16-წლამდელთა ნაკრებში. ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2002 წელს. 21-წლამდელთა ნაკრებში მისი პირველი გამოსვლა წარმატებული აღმოჩნდა, საფრანგეთის ნაკრებთან ფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიაში კარგი თამაშის წყალობით მისმა გუნდმა მოიგო ახალგაზრდული ჩემპიონატი. ჩეხმა მონაწილეობა მიიღო 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ის დაეხმარა გუნდს ნახევარფინალში გასვლაში. ნახევარფინალში ჩეხეთის ნაკრები დამარცხდა საბერძნეთთან, ვერცხლის გოლით. ის დასახელდა ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების მეკარედ. ჩეხი ასევე მონაწილეობდა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ევრო 2008-სა და ევრო 2012-ზე.
სანაკრებო სტატისტიკა
რედაქტირებაCzech Republic national team | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
2002 | 7 | 0 |
2003 | 8 | 0 |
2004 | 13 | 0 |
2005 | 10 | 0 |
2006 | 10 | 0 |
2007 | 8 | 0 |
2008 | 9 | 0 |
2009 | 7 | 0 |
2010 | 6 | 0 |
2011 | 1 | 0 |
ჯამში | 79 | 0 |
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაპეტრ ჩეხს 2 და ჰყავს: 2 წლით უფროსი მარკეტა და ტყუპისცალი-სარკა. პეტრთან და სარკასთან ერთად გაჩნდა მესამე ტყუპისცალი მიხალიც, რომელიც 2 წლის ასაკში გარდაიცვალა.[9][10]
პეტრი დაქორწინებულია თანამემამულე მარტინა ჩეხოვაზე. მათ ჰყავთ ქალიშვილი ადელა (დ. 2008 წლის 23 იანვარი) და ვაჟი დამიანი (დ. 2009 წლის 16 ივნისი). ჩეხი ცაციაა.
ტიტულები
რედაქტირება- ჩელსი
- პრემიერლიგა: 2004-05, 2005–06, 2009–10
- ინგლისის თასი: 2007, 2009, 2010
- ინგლისის სუპერთასი: 2005, 2009
- საფეხბურთო ლიგის თასი: 2005, 2007
- პრემიერლიგა აზია ტროფი: 2011
- უეფას ჩემპიონთა ლიგა (1): 2012
- სანაკრებო
- 2002 ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი
- ინდივიდუალური
- ჩეხეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელი (7): 2005, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013
- საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე: 2003–04
- წლის პფა-ს გუნდი: 2005
- IFFHS მსოფლიოს საუკეთესო მეკარე: 2005
- პრემიერლიგის ოქროს ხელთათმანი: 2004–05, 2009–10
- პრემიერლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე: March 2007
- ჩეხეთის ოქროს ბურთი: 2005, 2006, 2007, 2008, 2010.
- უეფა, ევროპის საუკეთესო მეკარე: 2005, 2007
- უეფას საკლუბო ჯილდო, საუკეთესო მეკარე: 2005, 2007, 2008
- ESM-ს წლის გუნდი: 2004–05, 2005–06, 2006–07, 2007–08
- World Football Challenge: 2009
- ჩელსის წლის საუკეთესო მოთამაშე: 2010-2011
- ჩელსის სპეციალური ჯილდო: 2006 წლის ოქტომბერში რედინგთან მიღებული უმძიმესი ტრავმის შემდეგ დაბრუნებისთვის
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Petr Čech — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- Official Petr Čech Player Profile – Stats, Career History, Interview and Video
- Petr Čech — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- ოფიციალური საიტი
- პეტრ ჩეხი Twitter-ზე
- This official website with some extras (ჩეხური)
- Petr Čech profile დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine. (ჩეხური)
- Petr Čech Biography დაარქივებული 2009-10-24 საიტზე Wayback Machine.
- Profile on transfermarkt.co.uk
- Premier League profile დაარქივებული 2014-01-07 საიტზე Wayback Machine.
- BBC Sport profile დაარქივებული 2011-12-23 საიტზე Wayback Machine.
- პეტერ ჩეხი - ბიოგრაფია (ქართულად - Chelseafc.ge)[მკვდარი ბმული]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „CHELSEA TRIO“. Chelsea F.C. 2010-05-14. ციტირების თარიღი: 2007-01-07.
- ↑ „The World's best Goalkeeper 2010“. International Federation of Football History & Statistics. ციტირების თარიღი: 2011-01-19.
- ↑ The career milestones – PART ONE – Biography – About Peter – Petr Čech's official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-24. ციტირების თარიღი: 2012-01-22.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-24. ციტირების თარიღი: 2012-01-22.
- ↑ „English Premier League 2005-2006 : Table“. Statto.com. 2010-08-17. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-12. ციტირების თარიღი: 2010-08-17.
- ↑ „Petr Cech: Arsenal sign keeper from Chelsea in £10m deal“. bbc.com. 2016-01-04. ციტირების თარიღი: 2016-01-04.
- ↑ „Petr Cech breaks Premier League clean sheet record as Arsenal beat Bournemouth“. dailymail.co.uk. 2016-01-04. ციტირების თარიღი: 2016-01-04.
- ↑ http://www.national-football-teams.com/v2/player.php?id=1882
- ↑ White, Richard (2006-10-18). „Brain bug killed Cech's brother“. The Sun. London. ციტირების თარიღი: 2008-04-08.
- ↑ Sports Agenda: Cech aims to stay ahead of the game Charles Sale (April 25, 2007) Daily Mail